ჩაფლავებული
- გამიშვი! გთხოვ, გამიშვი! - ვფართხალებდი და ჯონს დამტვრეული ფრჩხილებით ვუკაწრავდი ზურგს.
- ჰო, ჰო, - ჩაიდუდუნა და უფრო მწარედ მომაზღო. - მიდი, შემეხვეწე, - ენა გამშრალ ტუჩებზე მოისვა, შემდეგ კი იგივე ბინძური ენა ჩემს პირში შემოყო.
ვუკბინე.
- არავის არაფერს ვეტყვი! უბრალოდ, გამიშვი! მომეცი უფლება, წავიდე!
შიშველი, ოფლიანი ზურგით ქვის იატაკს ამაკრა და ყელში მეცა. თავი უკან გადავაგდე - იძულებული ვიყავი.
- ზედმეტად ბევრს საუბრობ, - შემომასუნთქა და ხელი ვნებიანად ამისვა ბარძაყზე.
შემდეგ კი მატკინა...
ისე ვიყმუვლე, ვერცხლის ჯაჭვებშემოხვეული მაქციაც ვერ შემედრებოდა.
- ჰო, მიდი, იკივლე, სელია. ბოლო ხმაზე იკივლე. ვგიჟდები, როდესაც ასე აკეთებ, - ხელები ფეხების უკანა მხარეს შემომხვია და თავი ჩემს მკერდში ჩარგო.
სუნთქვა ამიჩქარდა. სიმწრის ცრემლები წამომცვივდა.
გონება დავკარგე.
მარტოს გამომეღვიძა. ბრაუნლოუს თავისი საქმე დაემთავრებინა. შიშველი აღარ ვიყავი. ჩემი კუთვნილი ღამის პერანგი მეცვა, რომელიც ტილოსავით მომძონძვოდა. ხელები ფეხებზე შემოვიხვიე, თავი იატაკზე დავდე, ლოყა გავარვარებული რკინასავით მწველი სიცივით გაჟღენთილ ქვას მივადე...
და ავტირდი.
კბილებს ტუჩებში ვისობდი და ვქვითინებდი.
ალაფის ოთახში ვიკუნტებოდი, და თვალების დახუჭვას ვცდილობდი, რათა დახოცილი ქვესკნელის ბინადართა სხეულის ნაწილებისთვის არ შემეხედა - მაგრამ ვერ ვახერხებდი, რადგან როდესაც შავ არარაში ვეშვებოდი, თითოეული მაქციის ყმუილი, თითოეული ფერიის კივილი, ვამპირის სისინი, მიხსნიდა სხეულს და ყურებს მიპობდა. თვალწინ მიდგებოდა, როგორ გლეჯდნენ სილებს ფრთებს, როგორ აცლიდნენ ღამის შობილებს ეშვებს, როგორ კიოდნენ ლილითის შვილები, როცა კატისებრ თვალებს სთხრიდნენ, და როგორ ღრიალებდნენ მთვარის ბავშვები გატყავების დროს.

KAMU SEDANG MEMBACA
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasiროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...