ბონუსი

76 8 5
                                    

-   მაინც არ მეტყვი, სად მივდივართ, არა? - ანას მხარზე მუჯლუგუნი გავკარი და ფეხები მუხლებზე დავალაგე.

-   არა, - თავი გაიქნია და გაიძვერულად გამიღიმა. - ჩემი ჩაწვენა შეცდენა მოგიწევს, რომ მათქმევინო.

-   ეტლში ადგილი არ არის, თორემ... - მხრებზე ხელი ვკარი და სკამზე გადავაწვინე, ისე, რომ ზემოდან მოვქცეოდი.

-   თორემ. - შენიშნა და გულიანად ახარხარდა.

ისეთი ბედნიერი იყო...

მას შემდეგ, რაც ტესა დამეხმარა მოგონებების აღდგენაში და წავიკითხე ლუსის წიგნი... ანა ასეთი ბედნიერი და ნათელი, ასეთი ჭკუამხიარული პირველად ვიხილე. იმ მოგონებებშიც კი სევდიან მშვენიერებას ასხივებდა. დამსხვრეულ სიხარულს, მაგრამ რადგან ახლა უკვე ცოცხალი ვიყავი... ჯანმრთელი და საღსალამათი...

ნუთუ, არ ვიმსახურებდით თერთმეტი გედის სადარ დასასრულს? შეგვიწყალა ანგელოზმა.

-   ისე გვიყვარდა ერთმანეთი... - ეთქვა ჩემთვის მეჯილსზე. - იმდენი ცრემლი დავღვარეთ, იმდენი... და ის უშენო ორი წელიც ისე გავატარე, თითქოს, ჯერაც ჩემ გვერდით იყავი. თითქოს, ზურგსუკან მედექი, მხოლოდ, თუ მოვტრიალდებოდი, მე ვერ მოვასწრებდი შენთვის თვალის მოკვრას; ყურში მეჩურჩულებოდი, მაღიმებდი, მაცინებდი. ის სიყვარული წამითაც არ გამნელებია. შემიძლია დავიფიცო, ჩემს ცარიელ საწოლს ყოველ დილას თბილი ჰქონდა ის მხარე, რომელზე წოლაც შენ გჩვეოდა.

და ხომ დამიბრუნა - ცოცხალი! - მისკენ რომ მივილტვოდი, რადგან სიკვდილი უკან მომეტოვებინა და ვიცოდი, რა სურდა ჩემგან და თვითონ რამდენის გამღები იყო. რამდენი წლის, რამდენი სიტყვის...

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Where stories live. Discover now