როდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს?
სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...
- მცივა, - ჩავჩურჩულე ანას კბილების კაწკაწით, როდესაც ძვლების ქალაქის ზღურბლს გადავაბიჯეთ. ხელში ავეყვანე.
- ცოტა ხანიც, სელია, - მითხრა ცივ ჰაერში დასახული რგოლების თანხლებით. - ცოტა ხანიც.
- შენ არ გცივა? - მხოლოდ პერანგი ეცვა, თავისი პიჯაკიც ჩემთვის შემოეხვია და ქვაბქუდაც.
- არა. - გაყინული თითები მხრებზე ამისვ-დამისვა და კანი გამიხურა.
- ნუ მატყუებ.
თავი შემოატრიალა, შემომხედა და ნაღვლიანად გამიღიმა.
- დეკემბერს გილოცავ, სელია. - თქვა მხოლოდ.
- დეკემბერს?
- პირველ დეკემბერს. - გადმოიხარა და ცივ შუბლზე მაკოცა. - ზამთარი მოვიდა.
- ჩემთვის ზამთარი მანამ არ დადგება, სანამ არ მოთოვს.
- მაშინ, ველოდოთ. - გაიცინა და გულ-მკერდი აუცახცახდა.
იცინოდა... იცინოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მშვიდად ვყოფილიყავი; რომ არ მეღელვა. რომ იმედი მქონოდა გადარჩენის.
ჩვენ წინ ჩამავალ კიბეებზე კაპიუშონში თავჩამალულმა მდუმარე ძმამ ამოიარა. ხელები სხვების მსგავსად წინ არ დაეწყო, არამედ - დაბლა ჩამოეშვა. ჯადონათების ჩირაღდნის მბჟუტავ შუქზე ლიცლიცით გამოჩნდა - ირიბჭრილიანი თვალები დაეხუჭა - არანაირი ცარიელი თვალბუდეები, არამედ - თვალები - ვერცხლისფრად დაზოლილი კუპრისფერი თმა შუბლზე დაჰფენოდა, ლოყებზე სიჩუმის რუნები გამოსახვოდა, ლერწამივით წვრილ ხაზად გავლებული ტუჩები კი წყნარად დაესვენებინა ერთმანეთზე. უემოციოდ გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი განეცადა ამ ქვეყანაზე, და მაინც - სიმშვიდესა ასხივებდა განსხვავებით სხვა მდუმარე ძმებისგან, რომელთა დანახვაზეც ძრწოლვა მიტანდა.
ძმაზაქარია.
Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.