24 - სისხლი

55 9 1
                                    

თვალები ავახამხამე და თითები კარის ჩარჩოს ფრჩხილების გადატეხვამდე შემოვუჭირე, რათა ფეხზე მდგარი გავჩერებულიყავი. ანა გაღვიძებას იწყებდა.

სისხლშემხმარი - სახეც კი!

ტუჩები გამეპო, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ის კი ტახტზე წამოჯდა და მათრახი გვერდით გადადო. უცნაურად გამომხედა. მის სახეზე ასეთი გამომეტყველება მხოლოდ მაშინ მენახა, როდესაც სისხლის ფორმაში გადაცმულმა, ბალ-მასკარადზე დამცა თავზარი.

მკვლელი. ჩემ წინ მკვლელი იდგა. მკვლელს ვუყურებდი. მკვლელის მკვლელს, მაგრამ არაფრით განსხვავებულს ასასინისგან.

-   ამას არავის შევარჩენდი, - დაიხრიალა ღიმილით, შემდეგ კი კარი ბრახუნით გადაიხსნა და კედელს ანჯამების წყვეტით შეასკდა.

სახლში სესილი და გაბრიელ ლაითვუდები შემოცვივდნენ და თავიანთი შვილისკენ ელვის სისწრაფით გაიჭრნენ.

-   წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა ჩაიდინე?! - მხრებში ხელები ჩაავლო სესილიმ ანას და მთელი ძალით შეანჯღრია, გაბრიელმა კი მე გამომხედა და როდესაც შენიშნა, რომ მისი შვილის ხალათში, მისი საძინებლის ზღურბლზე, არეული საწოლის წინ ვიდექი, ღია მწვანე თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებით აზიდა წვრილი,  ყავისფერი წარბები.

- მის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- მის... დეილტრეს? - ეჭვით აღსავსე ტონით გადაიჯვარედინა ხელები გულთან.

- სელია?! - ამოიგმინა სესილიმ და მანაც შემომხედა. - აქ... შენ... - მაგრამ თვალებით შემომითვალა, შენთან საქმეს მერე გავარკვევო და ისევ თავის შვილს მიუბრუნდა - იმის ნახევარი მაინც იცი, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, ანა?!

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Where stories live. Discover now