ლიმბოს სადარ სიზმარშიც კი მესმოდა ანას ყვირილი:
- არა! არ შემეხოთ! არ შემეხოთ თვალებზე! გაიწიეთ!
ვერ ვინძრეოდი. ჩემს სულს ჩემი სხეული ძილის სანაცვლოდ დაეტოვებინა.
- Nage ddim! Nage ddim! - არასოდეს! არასოდეს!
- ბიძია, გთხოვ! ტომი, შენ მაინც...
- ანას ხელი გაუშვით, - ტომასის მუდარით სავსე ხმა ადვილად ვიცანი.
ნუთუ... მან თავი დააღწია?!
- ხელი გაუშვით! გაუშვით, ბიძია! თქვენ არ იცით, რას აკეთებთ!
- არ იცით, დეიდა, არა! - ანას ხმა აუკანკალდა...
ატირდა! ამას არავის ვაპატიებდი!
- გველები მოგიშვირათ და გაგაქვავათ, პერსევსი კი გაგათიშინათ და ოთახში დაგამწყვდევინათ. ერთადერთი მხსნელი საკუთარი ხელებით მოგაშორებინათ, თავიდან, დეიდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში გავიღვიძე. დაბლა არ ჩავსულვარ. მკვლელი სიჩუმე ძრწოდა...
საწოლში წრიალით ველოდი, როდის დადგებოდა შუაღამე. იმის გასაკეთებლად, რაც ჩაფიქრებული მქონდა, გეგმა არ შემიდგენია.
გავაკეთებდი და მორჩა.
შურს ვიძიებდი - ყველაფრის გამო.
ჯონი უნდა მომეკლა.
ზუსტად სამის ნახევრისთვის, - სამ საათს აღარ დავლოდებივარ, - ჩემი საბრძოლო აბჯარი ავისხი. შარვალი, ტუნიკა და ერთადერთი ხანჯალი - და ჩემი ოთახიდან გავედი.
ჯონისა პირდაპირ იყო - დერეფნის მეორე მხარეს. მისკენ გავემართე.

YOU ARE READING
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasyროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...