7 - კონკია

96 12 2
                                    

-   მართლა იცნობთ ერთმანეთს? - თვალები გაუფართოვდა ლუსის.

-   შეიძლება, ასეც ითქვას, ლულუ, - გაიმეორა ჩემი ნათქვამი მოწყალებამ, - რაღას ელოდებით? სახლში შემოდით! - განზე გადგა და კარში შესასვლელი გზა გაათავისუფლა.

მეთიუ პირველი დაიძრა - ხოლო სანამ სადარბაზოში შევიდოდა, ანას ყურში უჩურჩულა. რა, ვერ გავიგე, თუმცა, მან გაიცინა... ზუსტად იმ სიცილით, რომელმაც ყურებში სითბო ჩამიღვარა, როდესაც სიგარეტის სუნზე ცემინება ამიტყდა.

-   სელია, კარგად ხარ? - გამომაფხიზლა ჯეიმსმა. შევკრთი და ხელი ავიქნიე.

-   ჰო, ჰო, - ვუთხარი ჩუმად. - ჯერ თქვენ შედით და მეც შემოვალ.

ბოლო მე აღმოვჩნდი.

-   სასიამოვნოა შენი კიდევ ერთხელ ნახვა, სელია, - მითხრა ღიმილით. იმ ღიმილით... წმინდანებო, რა მაცდური ღიმილი ჰქონდა! გასაკვირი არ იყო, რატომ უყვარდებოდათ მის შეცდენილ გოგონებს ის ერთი დანახვით. მოიისფრო-ლურჯი თვალები, ლამაზი, ღია ფერის სახე, დამატყვევებელი მზერა და მის მიერ წარმოთქმული ერთი-ორი სასიამოვნო სიტყვა ნამდვილად საკმარისი იქნებოდა ჯერ მის მკლავებში, შემდეგ კი მის საწოლში აღმოსაჩენად.

-   ანა, არა? - ცალი წარბი ავზიდე.

-   უფრო „მეც მიხარია შენი ნახვა,"-ს ველოდი, მაგრამ ამასაც დიდი სიამოვნებით მივიღებ. - ხელი სადარბაზოსკენ გაიშვირა და მანიშნა, შევსულიყავი.

შიგნით შევაბიჯე და მეორე სართულზე ამავალ კიბეებს ავხედე. მაშინღა გამახსენდა ბინტები.

კიბის მოაჯირს კანკალით ჩავავლე ხელი.

-   რა ხდება? - ანამ რამდენიმე საფეხური აირბინა და ჩემ წინ დადგა.

-   არაფერი, - თავი გავიქნიე, მაგრამ ის მომიახლოვდა, ნიკაპზე თითები მომკიდა და თავის ფართო, თვალებში ჩამახედა.

-   არაფერი? - გაიმეორა და წარბები შეჭმუხნა.

-   ხელი გამიშვი!

The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora