1.

1.8K 110 84
                                    

_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია.

_ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია.

მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე.

ერთი კვირის წინ.

წამში მოხდა ყველაფერი! არა! გატყუებთ! ყველაფერი იმ წამიდან დაიწყო, როდესაც ერმანეთის მზერამ საერთო წერტილი მონახა. ჯერ კიდევ საათების წინ, მაშინ, როდესაც ქერათმიანმა, სუსტი სხეულითა და დაბნეული, ბავშვის თვალებით, მაგრამ თამამი ტანისამოსით შემოაბიჯა დარბაზის კარში. სწორედ იმ წამიდან არ მოშორებია მზერა მხეცისა, მზერა ღვთაებრივი სიდიადისა, მზერა მეფისა უსუსურ არსებას. ყოველ წუთს ღრუბლის აჩრდილივით თან სდევდა სულის შემხუთველი მზერა.

ინანა. ცხოვრებაში ბევრი რამ ჰქონდა სანანებელი, ბევრჯერაც უნანია, ბევრჯერაც ინანებდა და ახლა, ამ წამსაც ნანობდა აქ მოსვლას. არ აპირებდა, მაგრამ მოვიდა.

ახლა კი ერთ-ერთ ოთახში მიემწყვდია გვირგვინან შავგვრემანს. აცახცახებული სხეულის დამშვიდების მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდებოდა. დაბნეული იყო, გონება ჰქონდა დაბინდული. იცოდა, კარგად იცოდა ეს იმაზე არასწორი იყო, ვიდრე ღამის უკუნით ცაზე მზის გამოჩენა.

სხეულმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, კიდრვ ერთხელ სცადა ვნების კორიანტელიდან დახსნოდა ამ მტაცებლურ მზერას ამ წამს მთლიან სხეულს რომ უწვამდა. მცდელობა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა, ნისლისფერთვალება ბიჭმა მჭიდროდ მოხვია წელზე დაკუნთული მკლავები, სწორედ იმ წელზე, რომელსაც შავი კორსეტი ამშვენებდა. საკუთარ სხეულზე აიკრა ისედაც გაწამებული ბიჭი და ადგილიდან განძრევის საშუალება აღარ მისცა. მზად იყო აქვე და ახლავე შემოეხია მის მკლავებში აცახცახებული, სუსტი სხეულისთვის ის მატერია, რომელიც ჰელოვინისთვის გასართობ, სექსუალური ბაჭიის ფორმას წარმოადგენდა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now