30.

538 48 107
                                    

სულ სხვა გემო აქვს სიყვარულს მაშინ, მისთვის თუ იბრძოლებ. სულ სხვაა, როდესაც ხვდები, მის მოსაპოვებლად რამდენი რამ გადაიტანე და საბოლოოდ ის მაინც შენს გულში გამოიმწყვდიე, მერე აღარ გეთმობა, ეჭიდები, ვეღარ უშვებ, რადგან ერთხელ განცდილს ამ საოცრებასთან განშორების სურვილიც გიქრება. სულ სხვაა, შეუდარებელია სიყვარული, რომ ხვდები, მისგან რამდენი სიმწარე და სიამოვნება გიგემნია. სიყვარულია, რადგან ამ ერთი გრძნობის ხარჯზე სხვა ათასი განცდა დაგჯახებია, სულში ჩაგწვდომია, მფეთქავი კუნთი შეუთამაშებია, თვალები სიმწრით, ვნებით, ბედნიერებით აუელვებია, პეპლები აუშლია მუცელში და ლოყები შეუფარკლავს ამ ერთადერთ გრძნობაზე ფიქრს. სიყვარულია ამ ქვეყნად ზღაპარს რომ დაგიწერს, დიდ, სქელ ფარდას ჩამოგიფარებს თვალთახედვის დასახშობად და ტკბილ-მწარე ბურუსში გაგხვევს. უკიდეგანოდ ვრცელია შენთვის, ამ გრძნობით დაავადებული ადამიანისთვის სიყვარულის სამყარო და მზად ხარ, ფრთებშესხმული ჰაერში აიჭრა, მერე რა, რომ შესაძლოა, სიმაღლის შეგეშინდეს, ფრენა არ იცოდე, მერე რა, რომ შეიძლება ცაში აჭრილს ფრთები მოგეკვეთოს და კვლავ მიწაზე მტკივნეულად დაენარცხო. მერე რა, თუ გეტკინება, ეს ტკივილიც ხომ სიყვარულისაა.

ფანჯრიდან შემოჭრილ გაზაფხულად იყო ქცეული კიმ თეჰიონისთვის სიყვარული, რადგან ხვდებოდა, ჯეონ ჯონგუკი მასში ყველა იმ განცდას იწვევდა, ამ გრძნობას რომ ახლავს თან. ნაზი იყო ჯონგუკის ღიმილი, მარტის თვეში გამონასკული, კვირტიდან ულამაზეს, სურნელოვან, ნაზ ვარდისფერ საკურას ყვავილივით სპეტაკი. ყოველ ჯერზე, როდესაც ხედავდა მომღიმარ უმცროს, გიშერივით შავი თვალებით მოციმციმეს, კიმს ზამთრისგან გაყინულ სხეულში სწორედ ის სითბო ეღვრებოდა, აპრილოსგან ნაჩუქარ ამობრიალებულ მზის სხივებს რომ სჩვევიათ. მაისის სურნელი სდიოდა თეჰიონისთვის ჯონგუკის არსებობას მის ცხოვრებაში. გიჟური მარტივით თავბრუდამხვევი იყო უმცროსი, გონებას ურევდა კიმს, სიამოვნებამდე მიჰყავდა ჯონგუკის თანმდევ იასამნისფერ არშიებს. ხან მოიღრუბლებოდა, ხან გაიელვებდა, დაიქუხებდა შემზარავად, ხანაც იწვიმებდა, თან მოაყოლებდა ყინულის ბურთულებს, მაგრამ ყოველთვის გამოიდარებდა, დათბებოდა, მერცხალი გაშლიდა ფრთას, კვლავ შეეგებებოდა გრილ სიოსა და ნაწვიმარზე გამოკაშკაშებული ყვითელი, ცეცხლოვანი ბურთი ცას რკალად დაამჩნევდა შვიდფერა, იმედის ცისარტყელას.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now