საკუთარ თავში იმდენად იყო დარწმუნებული, ოდნავადაც არ ეპარებოდა ეჭვი, გამოცდებზე სასურველ შედეგს რომ დადებდა, მაგრამ ეს შემართება ბოლომდე არ გაჰყოლია. აწ უკვე სასწავლო წლის დასასრული და გამოცდების დასაწყისი იმდენად სტრესული გამოდგა თეჰიონისთვის, წამითაც რომ არ წარმოედგინა. დაძაბულობა კი არც მაშინ მოხსნია, ბოლო გამოციდან რომ გამოვიდა, რადგან ყველაზე მთავარი მაინც პასუხები იყო. ამ სტრესსა და დაღლილობას ჰქონდა ერთი დადებითი მხარე, კიმი დღის ბოლოს იმდენად იყო ენერგიისგან დაცლილი და გამოფიტული, მის გონებას ფიზიკურად აღარ შეეძლო გამოცდების გარდა რაიმე სხვაზე ფიქრი, შესაბამისად არც ჯონგუკიზე. თეჰიონმა ყველაფერი გააკეთა იმ უნივერსიტეტში მოსახვედრად, რომელიც სურდა და საბედნიეროდ, მისმა შრომამ შედეგიც გამოიღო. მართალია, არასდროს ადგენდა სამომავლო გეგმებს, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზანი, გამხდარიყო ისეთი ადამიანი, როგორიც მამას სურდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა იყო მაშინ, როდესაც ბატონი კიმი ჯერ კიდევ გვერდში ცოცხალი ჰყავდა, მაინც ზუსტად ახსოვს, რას და როგორ არიგებდა მამა თეჰიონს. კაცის ხმის ტემბრიც იმდენად ღრმად დაილექა ბიჭის მეხიერებაში, ყოველთვის ახსოვდა და ემახსოვრებოდა კიდეც. მამამისს სურდა, რომ თეჰიონი მოსამართლე გამხდარიყო და ასე, თითქოს ცხოვრების არსად დაისახა ამ სურვილის ასრულება ჯერ კიდევ პატარა თეჰიმ. ამიტომაც იყო, ჯონგუკისთვისაც კი ვერ დააყენა სეულის უნივერსიტეტში ჩაბარება მეორე პლანზე, მისი ჰანი ბანისთვისაც კი ვერ.
ზაფხულის დასასრულს თეჰიონი სეულში გადავიდა ერთი შეხედვით ბედნიერი იმ მიღწევებით, რაც ასე ეწადა, მაგრამ სევდიანი იმ ბიჭის გამო, მშობლიურ ქალაქში რომ დატოვა ისე, მასთან ნორმალური დიალოგიც რომ არ გაება ბოლო თვეების განმავლობაში. მხოლოდ დედას და უმცროს ძმას მისცა გაცილების უფლება, ქალბატონ კიმს თან გაყოლაც სურდა რამდენიმე დღით, იქნებ მოწყობაში დახმარება დაგჭირდესო, მაგრამ თეჰიონმა მტკიცე უარი განუცხადა ქალს და საკუთარ თავზე აიღო თავისივე ახალი ცხოვრების მოწყობა. ჯერ დასაწყისი იყო, მაგრამ იმ მიზნის მისაღწევად, დასახული რომ ჰქონდა, ყველაზე მთავარი უკვე გაკეთებული იყო. სასწავლებელთან ახლოს იქირავა ორ ოთახიანი, პატარა და კომფორტული ბინა. პირველი რამდენიმე თვის გადასახადი წინასწარ გადაიხადა, თანხა დედას გამოართვა იმის სანაცვლოდ რომ მალე აუცილებლად დაუბრუნებდა უკან. ქალს არ ესმოდა, მისი ვაჟი ასე რატომ იქცეოდა, საერთოდ თეჰიონი თითქოს აღარაფერს უყვებოდა დედას, მაგრამ ბიჭის სიჯიუტის ამბავი რომ იცოდა, დათანხმდა იმ პირობას, შვილმა რომ წამოუყენა.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...