ცივი ღამე იყო. ცაზე ვარსკვლავების ნასახი არ ჩანდა, მუქი ღრუბლის მასები სწრაფად დაცურავდნენ და ძლიერ ქარს წვიმისთვის ერთი კონკრეტული მიმართულება მიეცა. ფანჯარაზე წვეთების ძლიერად მიშხეფებისა და ქარის გამაღიზიანებელი ხმა ოთახშიც კი აღწევდა, რომელიც ყოველ წუთს სულ ოფრო ძლიერდებოდა. საშინლად გაწვიმდა.
კიმმა მეცადინეობა რომ დაასრულა, უკვე ათი საათი ხდებოდა, ჯონგუკი კი ჩაძინებული დახვდა. გულ-მკერდზე მწოლიარე ბიჭს მარჯვენა ლოყა საკუთარ ხელზე ედო და ისედაც დაბუშტული ტუჩები კიდევ უფრო მეტად წამოსწეოდა წინ. მშვიდი ფშვინვა ისმოდა, შავგვრემანს თბილი ღიმილი მოჰგვარა მძინარე ქერას ასეთ პოზაში დანახვამ. უსაყვარლესი იყო ჯონგუკი. გაზეთის მაგიდაზე გადადო წიგნი, ჯეონისკენ შებრუნდა და უმცროსის ლოყას ფრთხილად ემაბორა. ოდნავ შეაქანა, დაბალი, ნაზი ტონით მიმართა იმ ზედმეტსახელით, ჯონგუკზე ზედგამოჭრილი რომ იყო, მაგრამ თეჰიონისდა გასაკვირად, ბიჭის გაღვიძება ცოტა გაჭიანურდა. კიმის ყოველ მცდელობაზე ჯონგუკი მხოლოდ გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდა და შეწუხებული ზმუილით პასუხობდა იმ რყევას, თეჰიონი რომ იწვევდა ქერას ოდნავი შეტოკებით. ბოლოს იძულებული გახდა, აბურძგნული თავი წამოეყო და თვალები გაეხილა. პირი საყვარლად გააწკლაპუნა, ცხვირით საკუთარ ხელს წაეხახუნა და ჯერ კიდევ გაშტერებული, ძილისგან შესიებული თვალებით პირდაპირ თეჰიონის ქარვისფერ ირისებს ახედა, სიამოვნებისგან გაეღიმა, თვალები კი ამ მოქმედებისგან კვლავ მოეჭუტა. იშვათად ჰქონდა ჯონგუკს კიმის ბუნებრივი თვალის ფერის ხილვის საშუალება, უფროსი ხშირად ნისლისფერ ლინზებს ატარებდა.
_ჰანი ბანი, შენს ოთახში ადი, აქ კარგად ვერ გამოიძინებ.
თბილი ღიმილის ფონზე, მზრუნველი ხმით მიმართა უმცროს. ხელით იმ მხარეს მიეფერა ლოყაზე, აწითლებული რომ ჰქონდა საკუთარ მკლავზე დებისგან.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...