_შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
სკოლის კედლებს შორის დაკარგული ლეკვივით დადიოა წინ ლამაზ ღიმილიანი ბიჭი რომ გადაუდგა და დახმარება შესთავაზა. თავადაც შეეძლო ვინმესთვის მიემართა დახმარების თხოვნით, მაგრამ, ალბათ, გაკვეთილები ტარდებოდა ამ წუთებში და გასაოცრად, არავინ დაუნახავს ფოიეში.
_დიახ, თუ არ შეწუხდებით. სარეპეტიციო დარბაზს ვეძებ.
უხერხულად მოიქავა ვერცხლისფერი თმა დაბალმა და მის წინ მდგომი აათვალიერა. ბიჭს სკოლის ფორმა ეცვა, აქედან გამომდინარე, მაღალი სკოლის მოსწავლე უნდა ყოფილიყო.
_მე მიგაცილებთ, წამობრძანდით.
თავაზიანად მიმართა ვერცხლისფერთმიანს და ღიმილით გაუძღვა სკოლის იმ მხარისკენ, საითაც პიესის დადგმას რეპეტიციობდნენ მოსწავლეები.
_აი, მოვედით.
მაღალი ქუსლებზე შემობრუნდა და კარისკენ ღიმილით ანიშნა უცხოს.
_მადლობა.
_სამადლობელი არაფერია. მე ჯონ ჰოსოკი ვარ.
ბიჭის ხმა, რომელმაც უცნობს თავი, როგორც ჯონ ჰოსოკი ისე გააცნო, საოცრად მხიარული და ენერგიული იყო, თან ასე თბილად რომ იღიმოდა. ბიჭმა დაბალს ხელი გაუწვდინა გაცნობის ნიშნად.
_პაკ ჯიმინი. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ჰოსოკ.
ჰოსოკის გამოწვდილ ხელს საკუთარი ჩამოართვა, ვერცხლისფერთმიანის მოკლე თითები ჯონის მტევანში შთაინთქნენ. უხერხულად დააშორა ჯიმინმა საკუთარი ხელი ბიჭისას და ისეთივე სასიამოვნო ღიმილით შეხედა, როგორიც თავად ჰოსოკს ჰქონდა. ჯონს გამხდარი, მაღალი სხეული ჰქონდა, გამოკვეთილი ყვრიმალებით, ულამაზესი ღიმილითა და შავი თმით საოცრად კარგ შთაბეჭიდელაბს ტოვებდა ყველაზე.
_ოპაა, იმ უფროს კლასელ ბიჭს რა უნდოდა?
_ჰეჯინ, აქამდე მისი დახმარებით მოვედი.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...