ისე არ მოხდა, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, არც ისე, როგორც წიგნებში კითხულობს ხოლმე. არ უგრძვნია გაღვიძებამდე მწველი მზის სხივების ანცი თამაში სხეულსა და სახეზე, არც მისი მეწყვილის მზის სხივზე ბევრად მწველი მზერა არ დათამაშებდა მასზე, არც კოცნას გაუღვიძებია და არც კიმის ნაზ, თბილ შეხებას, მაგრამ ყველაფერი ყველაფერზე უკეთესი და სასიამოვნო იყო იმ წამს, თვალები რომ გაახილა. სინამდვილეში წყლის წყურვილმა გააღვიძა, გამომშრალი პირი ინსტიქტურად ააწკლაპუნა თვალების გახელამდე. ბალიშიდან, უფრო სწორად თეჰიონის შიშველი მკერდიდან ზანტად წამოსწია თავი, ჯერ კიდევ მძინარე კიმსკენ გააპარა მზერა და კმაყოფილს გაეღიმა დანახულით. ფრთხილად, ზედმეტი მოძრაობის გარეშე დაშორდა სულ მცირედ უფროსის თბილ სხეულს. უნდოდა უკეთ დაენახა შავგვერამის სახე, მაგრამ კიმის გაღვიძება არ სურდა. ოთახში ჯერ კიდევ საშინლად ბნელოდა, ზამთრის ნაცრისფერი დილა იყო, ცივი, მაგრამ ამ წამს ჯონგუკისთვის ყველაზე თბილი. ერთ ხანს ასე უყურებდა მშვიდად მფშვინავი ბიჭის სახეს, კიმის მოშიშვლებულ გულ-მკერდს, თხელი მატერიით დაფარულ ქვედატანს და ესმოდა შავთმიანის მშვიდი სუნთქვა. ყოყმანით წასიწია მარჯვენა მტევანი კიმის სახისკენ, ნაზად შეეხო უფროსის გამოყვანილ ყვრიმალებს, ბიჭის გამოკვეთილ ყბის ხაზს და ასეთივე სინაზით, თითქმის შეუმჩნეველი შეხებით დაასრიალა თხელი თითები თეჰიონის ყელზე, ყელიდან ამობურცულ ლავიწის ძვლებსაც შეავლო ნატიფი თითები და პატარა ხანს ამ ადგილზე დააცეცებდა მათ. მოსწონდა თეჰიონის სხეულის ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი და არა მარტო სხეულის, არამედ მთლიანად კიმ თეჰიონი მოსწონდა სწორედ იმ ხასიათის, იმ მზრუნველობის გამო, რომელსაც მასთან ავლენდა შავგვრემანი. თეჰიონი მოსწონდა მთელი არსებით და ეს რა დროს, რა მომენტში, რა წამს გაიაზრა, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი იყო, ახლა უზომოდ დიდი იყო კიმისადმი გაჩენილი ეს გრძნობა. ლავიწებიდან თითები პირდაპირ ჯერ ერთ ქუთუთოს, შემდეგ მეორეს გადაატარა. წარმოიდგინა, ამ წამს თვალები რომ გაეხილა კიმს, რა დონეზე აუძგერებდა მფეთქავ კუნთს მისი მზერა, მაგრამ სულ რომ ამოვარდნოდა გული საგულედან, არც ამაზე დაიწუწუნებდა, ოღონდ უფროსის მუქი ქარვისფერი ირისებისთვის კიდევ და კიდევ შეეხედა. შეხებების გამო სულ მცირედად რეაგირებდა თეჰიონის სახის ნაკვთები, არ გავაღვიძოვო და ხელი ფრთხილად მოაშორა უფროს ბიჭს. კიდევ ერთხელ აეწვა ყელი სიმშრალის გამო, ახლა ყველაზე ნაკლებად სურდა ამ სითბოსგან განშორება, თუნდაც ორიოდე წუთით, მაგრამ იძულებული იყო წყურვილის გრძნობა დაეკმაყოფილებინა. რამდენადაც შეეძლო, იმდენად ჩუმად გამოძვრა იმ თხელი მატერიიდან, წყვილს მხოლოდ ქვედატანს რომ უფარავდათ. სრულიად შიშველი, დედიშობილა იყო ამ წამს. ოთახში, როგორც აღვნიშნე, საკმარისი შუქი არ უყო იმისთვის, რამე გაერჩია ვინმეს, თანაც კიმს ეძინა, ამიტომ ამ ყველაფრით დაიმედებულმა, სირცხვილის გარეშე, სრულიად შიშველმა გადაკვეთა ოთახი საწოლიდან სამზარეულოს კუთხემდე. სიარული ნამდვილად უჭირდა საათების წინანდელი ცეცხლოვანი სესიების გამო. კიმმა ჯონგუკით ისე მოიკლა წყურვილი, როგორც ახლა ჯონგუკი დასწაფებოდა წყლით სავსე ჭიქას. უკან რომ გამობრუნდა, სველი ტუჩები მტევნის ზურგით უხეშად გაიმშრალა და ის იყო საწოლში აპირებდა შეწოლას, ადგილზე გაშეშდა.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...