21.

448 64 69
                                    

ხშირად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რაც არ გვსურს, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ. ყველაფერი ხომ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ არჩევანს თავად ვაკეთებთ, ასე არ არის? ნების საწინააღმდეგოდ რამის კეთება ისეთივე რთულია, როგორც დინების საპირისპიროდ ცურვა.  ცხოვრება კი არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რაც და როგორც გვინდა, ისე ვაკეთოთ. ჯონგუკი შექმნილმა ვითარებამ გახადა იძულებული, ორ ცუდს შორის ნაკლებად უარესი აერჩია, თუმცა ამას თავიდან თეჰიონი უბრალოდ ვერ იგებდა. იყო ფაქტი, რომ ჯონგუკს აფიქრებდა საზოგადოების აზრი, მაგრამ ისე არ იყო, თითქოს ეს გახდა მთავარი მიზეზი მათი დაშორებისა.

თეჰიონი ბრაზობდა ჯონგუკზე, თანაც ძალიან. ბიჭმა კიმსგან დამოუკიდებლად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ თეჰიონს ეხებოდა და ეს არასწორი იყო ჯეონის მხრიდან. ჯონგუკს ეშინოდა. ეშინოდა, რადგან თუ თეჰიონი შეუყვარდებოდა, შემდეგ უფრო ძნელი იქნებოდა მისი გაშვება.  ჯონგუკი შიშს დაემონებინა და იმის ნაცვლად რომ მის წინააღმდეგ ებრძოლა, დამალვა და უფრო იოლი გზით სცადა ამ დაბრკოლებისთვის გვერდის ავლა. ალბათ, ისევ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა და ის აღარ განუსაზღვრავს, იქნებ კიმს უკვე ჰქონდა მისდამი ის გრძნობები, ასე ძლიერ რომ ეშინოდა ჯონგუკს? იქნებ თეჰიონს ის უკვე უყვარდა? ნეტავ ეს თუ ეცოდინებოდა ჯონგუკს, იგივენაირად მოიქცეოდა?

თეჰიონი ბრაზობდა ჯონგუკზე, რადგან ბიჭმა ეგოისტურად კიმს და მასთან არსებულ ურთიერთობას საკუთარი თავი ანაცვალა, მაგრამ სულ რამდენიმე დღე გახდა საჭირო, თეჰიონს გაეაზრებინა ჯონგუკის სიტყვები და მისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულიყო. მართალია, ერთად ძალიან კარგად იყვნენ, კიმს ჯერ ჯონგუკის მზგავსი არავინ ჰყოლოდა და ამ კომფორტს, ალბათ, ვერც ვერაფერი დაარღვევდა, რადგან უფროსი იმდენად იყო დაბრმავებული ჯეონით, იმაზე არც კი იფიქრებდა, თუ რა და როგორ იქნებოდა მომავალში. სამაგიეროდ ჯონგუკი ფიქრობდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ თეჰიონს სეულის უნივერსიტეტში სურდა ჩაბარება, რომელიც თითქმის სამი საათის გზის სავალზე იყო პუსანიდან. კიმისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ უფრო მეტად საჭირო ის ბიჭი გამხდარიყო, ჰანი ბანის რომ ეძახდა, იმაზე საჭიროც კი, ვიდრე თავად იყო ჯონგუკისთვის თეჰიონი. უფროს არც კი ეგონა სულ თავიდან, უმცროსი ასე მარტივად თუ შეძლებდა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას, მაგრამ ეს მოხდა. თუნდაც გაუცნობიერებლად, კიმისთვის ჯონგუკი აღარ იყო მხოლოდ ლტოლვის, ვნების ობიექტი, ამაზე ბევრად მეტი გამხდარიყო ამ უკანასკნელი თვეების მანძილზე და სამწუხაროდ, უფროსს არც ამაზე ეფიქრა აქამდე. კიმისთვის არ იყო სწორი უცნობ მომავალზე ფიქრი, ვერ დაგეგმავდა, ვერ ააწყობდა იმ გეგმებს, ჯონგუკი მათში მთავარ როლს რომ ითამაშებდა, კიმი ვერ ააშენებდა ქვიშის სასახლეებს იმისთვის, რომ მომავალში ეს სასახლეები ტალღას ჩამოეშალა, რადგან მომავალი როდის და ვისთან რას მიიტანს, არავინ იცის. მაგრამ თეჰიონის აზროვნებაში რაღაც გარდატეხა მოხდა და ამის მთავარი მიზეზი ვინ თუ არა ჯონგუკი იყო. კიმი არ ოცნებობდა, არ ფიქრობდა მომავალზე, მაგრამ ეს ჯეონამდე იყო, ბიჭმა თანდათან ისწავლა ოცნება ჯონგუკის გვერდით. საკუთარი თავი პირველად მაშინ გამოიჭირა ამაში, უმცროსის მომღიმარ სახეს რომ უყურებდა ჩამავალი მზის ფონზე, მაშინ სულ წამიერად გაუკრთა ფიქრები, რომ სურდა ეს ბიჭი ყოფილიყო ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებდა სიბერის გატარებას და სწორედ მაშინ, აწ უკვე გაჭაღარავებული რომ დაფიქრდებოდა, სანანებელი არ ექნებოდა ჯონგუკის საკუთარ ცხოვრებაში შემოშვება. ამას ისურვებდა, კი, ნამდვილად ისურვებდა ჯონგუკის გვერდით სიცოცხლის გატარებას. სანამ დრო კიდევ ჰქონდა ჯონგუკს, სანამ ჯერ კიდევ შეეძლო თეჰიონის ამოშლა საკუთარი ცხოვრებიდან, მანამ გააკეთებდა ამას, მაგრამ თეჰიონს, აწ უკვე ჯონგუკზე შეყვარებულს შეეძლო კი მისგან შორს ყოფნა?

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now