საოცარი სიმშვიდით ეძინა, რადგან მთელი ღამის განმავლობაში ნათლად გრძნობდა თეჰიონის მკლავებს საკუთარი წელის ირგვლივ, წამითაც კი არ შესუსტებულან მარწუხები, მესაკუთრედ ეხვეოდნენ, იჭერდნენ და სულ უფრო და უფრო ახლოს იზიდავდნენ თავისკენ ჯეონს. ჯონგუკი ჰაერის ჩასუნთქვისას ბიჭის სურნელს ისუნთქდა უფროსის ყელიდან და, თითქოს ძილში კიმის გულისცემასაც კი გრძნობდა, რაც ნამდვილად იყო ჯონგუკისთვის კომფორტის ზონა. თეჰიონი რომ არა, ღამით თვალს ვერ მოხუჭდა, ამდენად კარგად ვერ დაიძინებდა, როგირც ახლა, როდესაც ესმოდა საკუთარ ყურთან უფროსის მშვიდი ფშვინვის ხმა.
მწვავე თავის ტკივილმა დაურღვია დილით ძილი. თვალებიც კი არ ჰქონდა გახელილი, თავისუფლება რომ იგრძნო, არ ესიამოვნა, სხეული ერთიანად დაეძაბა და საკუთარი შიშის გასაფანტად თვალები იმ წამსვე შეხსნა, როგორც კი სხეულით საწოლზე წამოჯდა. საწოლში მარტო იყო, ოთახშიც, მთლიან სახლშიც კი არ იყო მის გარდა არავინ, თეჰიონი ვერსად იპოვნა. ის გრძნობა, ახლა რომ უღირღნიდა შიგნიდან ყველაფერს, იმდენად აუტანელი ხდებოდა, თითქოს აქამდე არასდროს ეგრძნო მზგავსი რამ. იმაზეც კი დაფიქრდა, თეჰიონს იქნებ ტყუილად ვეძებ და ის აქ არც ყოფილა, იქნებ ჩემი წარმოსახვა იყო ყველაფერიო, მაგრამ მის სახესა სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები სხვა რაღაცაზე მეტყველებდნენ. ასე ნათლად, მძაფრად ეგრძნო ყველაფერი და მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო, შეუძლებელი იყო. მაშ რა გამოდიოდა, თეჰიონი ადგა და უსიტყვოდ დატოვა უმცროსი? ჯონგუკს ჰქონდა უფლება თუ არა, წყენა იგრძნო, რადგან გაიღვიძა და კიმი გვერდით არ დახვედრია.
ბიჭს თვეების წინ ეგონა, სიყვარული მისთვის უცხო რამ არ იყო, ამას ასე მხოლოდ იმ გრძნობების ხარჯზე ფიქრობდა, ოჯახისა და მეგობრის მიმართ რომ განიცდიდა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, გრძნობები მეგობრის, ოჯახის წევრების მიმართ სრულიად განსხვავებული იყო იმ გრძნობისგან, თურმე კიმ თეჰიონისადმი რომ განიცდიდა. მართალი იყო, რომ ჰეჯინი უყვარდა, მაგრამ პლატონური სიყვარულით და ამაში ორი აზრი არ არსებობდა. უყვარდა ოჯახის თითოეული წევრი, უყვარდა თავისი შინაური ცხოველიც, მაგრამ ნამდვილი სიყვარულის გრძნობით მხოლოდ კიმ თეჰიონთან იყო დაკავშირებული, ეს კი ზედმეტად გვიან გაიგო. აი, მაშინ, უკვე მის მატარებელს რომ ჩაევლო, თუმცა გასაგები, გასააზრებელი ხომ მაინც გაიგო? ამ ცხოვრებაში მუდამ ასეა, არც ჯონგუკისთვის იყო რაიმე განსხვავებული. თუ მის მატარებელს უკვე ჩაევლო, მეორეს დაელოდებოდა, მეორეს თუ არა, მესამეს და საბოლოოდ მიზნამდეც შეძლებდა მისვლას.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...