კაცი უზარმაზარი მისაღების ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგა და ოდნავ გადაწეული ფარდის მიღმა განათებებით განათებულ ბაღს გასცქეროდა. ფანჯარა კედლის მთლიან სიმაღლეს იკავებდა, გამჭირვალე მინას ფარავდა მუქი ყავისფერი ფარდები, ოქროსფერი დეტალებით, კაცი კი ამ ყველაფრის ფონზე მთლიანად ჩაკარგულიყო, მხოლოდ მისი ირონიული, აუტანელი ხმა ახშობდა ოთახში არსებულ სიჩუმეს.
_შენი უმაქნისი შვილი სახლში არ არის?
ფანჯარას მოშორდა, ორიოდე მეტრში მდგარ მაგიდას ხელჯოხით მიუახლოვდა, ვისკით შეივსო ჭიქა და მისით ხელში ჩაესვენა ფუმფულა სავარძელში.
_მეგობრებთანაა და მასზე ასე ნუ ლაპარაკობ, შენი შვილიშვილია.
_მე მხოლოდ ერთი შვილიშვილი მყავს და დარწმუნებული ვარ, ის კიმის ნაბიჭვარი არ არის.
კბილებში გამოსცრა უკანასკნელი სიტყვები, ვისკის ჭიქას იმდენად ძლიერ მოუჭირა თითები, რამდენადაც შესაძლებელი იყო. მრისხანედ ახედა ქვემოდან ორმოც წლამდე ქალს, რომელიც მისი ქალიშვილი იყო, თუმცა ხშირად ქალს ზედმეტად გაზვიადებული ეგონა ამ კაცისთვის მამის დაძახება.
_აქ ნამჯუნის სანახავად მოვედი, დაუძახე, მისთვის საჩუქარი მაქვს.
ამჯერად ბევრად თბილი იყო მოხუცის ხმა, ქალს ისედაც გაფითრებული სახე კიდევ უფრო გაუფითრდა. თეჰიონი რომ მოსულიყო, აქ კარგი არაფერი მოხდებოდა, თანაც ბიჭი ამ კაცს სულით ხორცამდე ვერ იტანდა.
_გთხოვ, აქედან წადი, მალე თეჰიონი მოვა.
_მამაშენს სახლიდან აგდებ? ეს არ მისწავლებია მე შენთვის, ძვირფასო.
ირონიას არ აკლებდა ხმაში, ღიმილისგან ისედაც დაბერებულ სახეზე კიდევ უფრო მეტი ნაოჭი იჩენდა თავს.
_შენ ჩემთვის კარგი არაფერი გისწავლებია. უბრალოდ წადი და აქ აღარ მოხვიდე.
კარისკენ მიანიშნა კაცს, მშვიდი იყო ქალის ხმა, მაგრამ ფაქტი, რომ ხელების ერთმანეთისთვის ძლიერ მოჭერით მათი კანკალის შეჩერებას ცდილობდა, ნათელი იყო მოხუცისთვის.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...