13.

539 60 101
                                    

როგორი შესანიშნავიაო, ეს იყო ის ფიქრი, რომელიც სოკჯინის პირველად დანახვაზე გაიფიქრა. მართლაც მშვენიერი ბიჭია კიმი, თუმცა ჰოსოკს, ჯერ კიდევ თვეების წინ სულაც არ წარმოედგინა ამ ლამაზმანის მიღმა სინამდვილეში ფეხზე მოსიარულე არასერიოზულობა რომ იმალებოდა. ხშირად ძალიან აღიზიანებდა კიმი და მისი თანმდევი უაზრო "ხუმრობები", უჯავრდებოდა კიდეც, მაგრამ უკვე კარგა ხნის გააზრებული ჰქონდა ჯონს, კიმ სოკჯინი სწორედ ასეთი მოეწონა, თანაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მათ შორის მზგავსება საშინლად დიდია. პირველად ერთმანეთს ერთ-ერთ პატარა კაფეში შეხვდნენ. ბანალურია მათი გაცნობის ისტორია, თუმცა დასამახსოვრებელი. რომ არა ის ინცინდეტი, რომელიც ჰოსოკისგან გამოჩენილ "უყურადღებობასა" და "მოუხერხებლობას" გულისხმობს, ერთმანეთს, ალბათ, ვერ გაიცნობდნენ. რაღა დავმალო, ეს ინციდენტიც გამიზნული იყო. იმ დღეს ჰოსოკი იუნგისთან ერთად იყო კაფეში, ყავა ახალი მოტანილი ჰქონდა მიმტანს, ჯონი თხელ თითებს ცხელ ჭიქაზე ითბობდა რა წამსაც ჯინის ხმამაღალმა სიცილმა მიიქცია მისი ყურადღება, შემდეგ თავად ხმაურის გამომწვევი ადამიანი მონახა გაფაციცებული თვალებით და მათი მაგიდიდან არც ისე შორს, ახლად შემოსულ წყვილს მოჰკრა თვალი. ერთ-ერთი მათგანი კიმ სოკჯინი იყო, გვერდით დაახლოებით მისი სიმაღლის გოგონა ახლდა. მუდამ არაპროგნოზირებადმა ჰოსოკმა არც მეტი, არც ნაკლები, ცხელი ყავა სრულიად "შემთხვევით" გადააქცია სოკჯინს. მის მაგიდასთან როდის და როგორ აღმოჩნდა, ეს ცალკე საკითხავია, ისიც თუ რანაირად წამოჰკრა ფეხი საკუთარ ფეხს, მაგრამ იმ მშვენიერ დღეს, იმ პატარა კაფეში ორმა რაღაცამ აუშვა ცხელი ორთქლი, ერთი - კიმის მშვენიერმა და აწ უკვე სიბრაზისგან ალმოკიდებულმა სახემ, მეორე - სოკჯინის უბეზე დაქცეულმა ცხელმა სითხემ. შემდეგ კიდევ ერთხელ აახმაურა კიმმა კაფე, თუმცა ამჯერად სიცილით არა. თავიდანვე რომ ვთქვა, სოკჯინის დიდ "ბიჭს" არაფერი დაშავებია, ყოველ შემთხვევაში, ჰოსოკმა ვერანაირი "ხეიბრობა" ვერ შეატყო უფროსის ღირსებას, რომელიც თავის ფუნქციას ყველა ასპექტში იდეალურად ასრულებს.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now