31.

432 52 104
                                    

სუსხიანი სიცივე ძვალ-რბილში რომ გასჯდომოდა სამყაროს, ნელ-ნელა ეპარებოდა სითბო და გაზაფხულისთვის დამახასიათებელი რომანტიკული, თბილი საღებავებით გადაღებილ საღამოებს ასეთივე ჰარმონიულობით ცვლიდა დილის ცაზე აკიაფებული მზის სხივები. მიწაში ჩამდნარმა თოვლმა გააღვივა, გამოაღვიძა მცენარის თესლი, ლოდქვეშ ამოსულმა ბალახმა ბოლოს მაინც იხილა დღის შუქი. გამხმარი, ზამთრისგან გაძეგლებული ხეები გიჟმა ქარის ქროლვამ გამოაფხიზლა, თანდათან შეიფოთლნენ და დაიკვირტნენ სითბოსგან მომღვალი ტოტები. და, აი, სწორედ ზამთრის მიწირულსა და გაზაფხულის დასაწყის რომ შვენოდა მატყუარა, ცელქი ამინდები, ზუსტად ისეთი დღეებით ეგებებოდნენ მზე და მთვარე ერთურთს.

დრო მალე გავიდა, ზედმეტად მალეც კი. ის თავდავიწყება, ვნებათაღელვა, ერთმანეთის გაგიჟებამდე მიყვანა, ბაასში გალეული წუთები, ხალისიანი დღის სასიამოვნო დასასრული და კიდევ უფრო სასიამოვნო დღის დასაწყისი ეს ყველაფერი სწორედ ის იყო, რაც ჯონგუკისა და თეჰიონის თანაცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა.

_ხელებს თუ გავშლი და თვალებს დავხუჭავ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს დავფრინავ.

უჩვეულოდ ხმამაღლა, ხალისიანი ხმის ტემბრით ამოილაპარაკა სიტყვები ჯონგუკმა და სწორედ ისე მოიქცა, როგორც თქვა.

_არ გადმოვარდე.

ზურგს უკან გამაფრთხილებელი ხმა მოესმა ჯონგუკს, გაშლილი ხელებითა და ჰაერში მოქანავე ფეხებით, თვალებდახუჭული ეგებებოდა გრილ სიოს, საქანელამ თავის მაქსიმუმ სიმაღლეს რომ მიაღწია, უკან დაეშვა სწორედ იმ წერტილისკენ, თეჰიონი რომ იდგა.

_უფრო მეტად გამაქანე, თეჰ.

თავით სულ ოდნავ შემობრუნდა უკან მდგომი თეჰიონისკენ და ჯერ კიდევ მოქანავე საქანელას თავადვე უბიძგა უფრო მეტად რომ გაქანავებულიყო მიწაზე ფეხების შეხებით. უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა თეჰიონმა, მაგრამ უმცროსის ქცევის გამო სახეზე ღიმილი რომ გაუჩნდა, ამას ვერ დამალავდა. მარდად უბიძგა მასთან მოახლოებულ საქანელას და ზედ მჯდომ ბიჭთან ერთად კიდევ უფრო ზემოთ გააქანა. ლექციები დღის პირველივე ნახევარში დაუმთავრდათ, ჯონგუკს თეჰიონმა გაუარა მანქანით, შემდეგ რაღაც პატარა საქმეზე იყვნენ, იქიდან გემრიელადაც ისადილეს ერთ-ერთ მათ საყვარელ კაფეში და მას შემდეგ დროს ამ პატარა გაზაფხულის ფერებში გამოცოცხლებულ პარკში ატარებდნენ. აქ სასიამოვნო იყო გარემო, აყვავებული საკურას ხეები, მათი სურნელი, გადამწვანებული მიწა, გვერდიგვერდ მოსიერნე წყვილები.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now