16.

459 61 65
                                    

ისე ნამდვილად არ იყო, თეჰიონს ის მოხუცი კაცი შესძულებოდა, ბაბუად რომ ეკუთვნოდა, მაგრამ მასთან არსებული ყოველი კავშირი ცეცხლს უკიდებდა მთლიან სხეულზე. ბავშვობიდან რომ უნდა ჰქონოდა ტკბილი, სასიამოვნოდ გასახსენებელი მოგონებები, მათ ნაცვლად ხელთ ის წარსული შემორჩა, გასახსენებლადაც რომ არ ღირდა და ესეც მოხუცი კიმის დამსახურებით. ამ კაცს როგორ შეეძლო ერთდროულად კიმ ნამჯუნისთვის ყოფილიყო სამაგალითო, მზრუნველი ბაბუა და კიმ თეჰიონისთვის კოშმარებიდან გადმოსული ურჩხული, გაუგებარი რჩებოდა. თეჰიონს თავად კაცი არ სძულდა, მაგრამ სძულდა ფაქტი, ამ მოხუცის გასათელი რომ გახდა ჯერ კიდევ პატარა. ახლა კი, როდესაც თავადვე შეეძლო საკუთარი თავის დაცვა ბიჭს, უფროს კიმს არაფერს ზედმეტს გააბედვინებდა. ნამჯუნი რომ უსაფრთხოდ იქნებოდა კაცთან უკვე ეს მოსაზრებაც ეჭვქვეშ იყო, რადგან მოხუცს ნამჯუნის თავისთან წაყვანა და ბავშვის პატრონობა აკვიატებაში ჰქონდა გადაზრდილი, ეს აღარ იყო უკვე ჯანსაღი სურვილი. ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც კაცმა სასამართლოს ნამჯუნზე მეურვეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართა. პროცესი იმაზე მეტად გაიწელა, ვიდრე თავად გეგმავდა, მაგრამ საბედნიეროდ სასამართლომ მეურვეობა ქალბატონ კიმს დაუტოვა და ამის შემდეგ მოხუცი რამდენიმე თვის განმავლობაში კორეიდან საერთოდ გაქრა, თუმცა ახლა, როდესაც ის ისევ აქ იყო, შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა.

თეჰიონს არ ჰქონდა მთლად საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, წყვდიადი, რომლითაც ადამიანის მთლიანი არსია მოცული, ბოლომდე არასდროს გაქრება, რადგან სიშავეს ადვილად ძალუძს გადაფაროს და სრულიად წალეკოს ჩვენი ცხოვრების ნათელი წერტილები, ადამიანში იმდენად ღრმად გაიდგამს ხოლმე ის ფესვებს, მისი ძირფესვიანად ამოძირკვა შეუძლებელია. და თუ დავუფიქრდებით, წყვდიადის ნარჩენები მუდამ გვჭირდება, რადგან ყოველთვის გვახსოვდეს, როგორი მტკივნეული იყო მასთან ერთად არსებობა და დავაფასოთ ყოველი დღე და ყოველი ღამე.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now