28.

456 53 103
                                    

სხვა დროს და სხვა მომენტში შეიძლება ეს შეგრძნებები, რომლებიც ჯონგუკს აფორიაქებდნენ, გამაღიზიანებელი და თავისამატკიებელიც კი გამხდარიყო, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, როდესაც კიდევ ერთხელ ჰქონდა შანსი დიდი დროის გასვლის შემდეგ შეხვედროდ თეჰიონს და მასთან ერთად ევახშმა. გრძნობდა, რომ შინაგანად რაღაც ღრღნიდა, მოუსვენრობას შეეპყრო და ეს შეგრძნებები სულ უფრო და უფრო მატულობდა ჯონგუკში დროის გასვლასთან ერთად. აღელვებული იყო ისე, როგორც არასდროს და ამას ვერაფერს უხერხებდა. დათქმულ თარიღამდე ორი დღით ადრე ბიჭმა ლექციების დასრულებისთანავე გაიარა მაღაზიებში, არ იცოდა, კონკრეტულად რისთვის, მაგრამ ასე ეგონა, თეჰიონთან დანიშნული პაემანი (ხო, ნამდვილად იყო მათი შეხვედრა პაემანი) იმაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ამჯერად, ვიდრე უწინ და უნდოდა, რაც შეეძლო, შესანიშნავი იყოფილიყო. საღამომდე გასტანა მისმა მაღაზიიდან მაღაზიაში უაზროდ სიარულმა, არაფერი უყიდია, მაგრამ მიხვდა, რომ ასეთი აფორიქებული თუ იქნებოდა, ყველაფერი ისე ვერ წავიდოდა, როგორც უნდოდა. პარასკევს საღამოს უნდა შეხვედროდა თეჰიონს დათქმულ ადგილას. დილა უჩვეულოდ თბილი გათენდა წინა დღეებთან შედარებით. ოქროსფერი მზის სხივები სასიამოვნოდ ათბობდნენ დედამიწას, არც ქარი იყო და არც წვიმდა, ამაზე უკეთეს ამინდს ვერც ინატრებდა ბიჭი წელიწადის ამ დროს. ჯონგუკს ყოველთვის მოსწონდა, როგორ ნაზად, სუსტი სითბოთი დასციცინებდა სხეულზე მზის ოქროსფერი სხივები მაშინ, როდესაც ციოდა და მათი წყალობით შეეძლო მცირედით მაინც გამთბარიყო. სიცივეს ვერასდროს იტანდა.

მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვინდა დროის სწრაფად გასვლა, ის საუკუნის მზავსად იწლება ჩვენთვის, ასე იყო ამ შემთხვევაში ჯეონისთვისაც, რომელიც პარასკევი დღისთვის უკანასკნელი ლექციის დასასრულს ისე ელოდა, თითქოს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი იყო აუდიტორიიდან სასწრაფოდ გასვლა. ყოველწუთში ტელეფონზე საათს ამოწმებდა, ვეღარ ისვენებდა ადგილზე და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ლექტორებისგან მას ერთი სიტყვაც არ მოუსმენია, რადგან მთლიანი გონებით პაემნისკენ იყო. რა მოხდებოდა, თუ თეჰიონს რამე საქმე გამოუჩნდებოდა და არ მივიდოდა? იქნებ კიმს არ მოსწონებოდა ის ადგილი, ჯონგუკს რომ ჰქონდა შერჩეული? ერთმანეთს რომ შეხვდებოდნენ, რას ეტყოდნენ? როგორ ჩაივლიდა საღამო და თუ თვლიდა თავად კიმი ამ შეხვედრას პაემნად? უაზრო ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია ჯონგუკმა და აწ უკვე აუდიტორიიდან გამოსული პირდაპირ სახლისკენ გაემართა, რომელიც არც ისე შორს იყო უნივერსიტეტიდან. ხუთ საათზე თეჰიონს უნდა შეხვედროდა ბინასთან ახლოს მდებარე პარკთან და იქიდან ერთად წავიდოდნენ იმ რესტორანში, ჯონგუკს რომ ჰქონდა შერჩეული. ემოციების მოზღვავების გამო შიმშილს საერთოდ ვერ გრძნობდა, მაგრამ ბინაში შესვლისთანვე იმდენად მადისაღმძვრელი სურნელი ეცა, წუთით სულ გადაავიწყდა მისი საფიქრალი და პირდაპირ იქით გაემართა, საიდანაც მშვიდი ფუსფუსის ხმა ისმოდა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now