დროის ფაქტორი ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ვამბობთ, რომ ის ყველაფრის მკურნალია, მაგრამ არის კი ეს რეალირად ასე? გაკურნებასა და შეგუებას შორის განსხვავებაა ისეთი, როგორც შიშსა და სიფრთხილეს შორის. ხშირადაა, რომ ისინი ერთმანეთში გვერევა, ვერ ვარჩევთ, რა არის შიში, რით განსხვევდება იგი სიფრთხილისგან და იგივე ხდება გაკურნებასა და შეგუებას შორისაც. ჯონგუკის საქციელი პირდაპირ შიშისგან იყო გამოწვეული და არა სიფრთხილისგან. ბიჭს შეეშინდა მომავლის, შეეშინდა და მისივე მონად იქცა, არც კი შეწინააღმდეგებია მას.
დრო დროს ჭმასო, ალბათ, გსმენიათ. გადის ხანი და ის კი არ გვიქრობს ტკივილს, დარდს, სევდას, არამედ იძულებულს გვხდის, შევეგუოთ ყოველივე მომხდარს, ვისწავლოთ მასთან ერთად ერთ გზაზე სიარული. მაშ ასე, დრო კი არ არის მკურნალი, არამედ თავად ტკივილია იგი მუდამ თანმდევი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯონგუკიც შეეგუა უთეჰიონოდ ყოფნას, ისევე როგორც თავად კიმი უჯონგუკობას. გავიდა ხანი, დრომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ჯეონისა და კიმის რელსებს წინ გაუძღვა და აქ ბიჭები უნდა აჰყოლოდნენ ცხოვრების რიტმს იმდენად, რომ მას არ ჩამორჩენოდნენ.
თეჰიონმა ჯონგუკის გონებაში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები, დღე არ გავიდოდა, მასზე ფიქრები არ წამოშლოდა ისედაც მთლად გალეულს და ესეც რომ არ ყოფილიყო, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ხედავდა მას. ჯონგუკიც თავისდაუნებურად მუდამ მას ეძებდა და ეს ცალკე აღიზიანებდა, თავს ტუქსავდა, განა თვითონ არ იყო ის ადამიანი, დაშორება რომ მოისურვა?! დიახ, ნამდვილად გახლდათ ინიციატორი დაშორებაში და ამას არც ნანობდა, არჩევანი მისი იყო, მაშინ გააზრებული ჰქონდა ყველაფერი, ისიც იცოდა, ეს ძნელი გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდ, ამიტომ მზადაც უნდა ყოფილიყო. ჯონგუკს სძულდა ყველაფერი ის, რაც მის გონებას ასეთ დღეში აგდებდა. ატანა არ ჰქონდა არც საკუთარი და არც იმ ადამიანების, მის ცხოვრებას უხეშად რომ ეხებოდნენ. თეჰიონი ენატრებოდა, მაგრამ ის თავადვე გაუშვა დროზე ადრე, სამაგიეროდ ნაკლები ტკივილი უნდა მიეღო ამ განშორებით, ყოველშემთხვევაში მიზანი ეს იყო, მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. ჯონგუკი ხშირად უსვამდა საკუთარ თავს კიხვას, როდემდე გააგრძელებდა აჩრდილივით სიარულს? ხედავდა თეჰიონს, რომელიც ზედმეტად მალე დაუბრუნდა საკუთარ ჩვეულ ცხოვრებას და შემდეგ ჯონგუკი მიხვდა, რომ უკვე დრო იყო, ყველაფერი ისევ იმ კალაპოტისათვის დაებრუნებინა, კიმამდე რომ გახლდათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰეჯინი მხოლოდ მის მეგობრად დარჩებოდა. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც, ვგონებ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა მონელებული გოგონას, გვერდიდან მაინც არ შორდებოდა ჯონგუკს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მეგობრის სტატსუსით. ბიჭმა კიმის დასავიწყებლდა ბევრ რამეზე სცადა ყურადღების გადატანა. ასე, ალბათ, უფრო გაუმარტივდებოდა თუ საკუთარ გონებას დატვირთავდა სხვადასხვა აქტივობებით და დროს აღარ დაუტოვებდა თავს თეჰიონზე საფიქრალად. ჯის რჩევითა და მისი ჩარევით, ჯონგუკს პიესაში თამაშის საშუალებაც მიეცა. აღმოჩნდა, რომ ჯეონს კარგი მსახიობური ნიჭი ჰქონდა, თუმცა ინტერესი არ გასჩენია ამ საქმის მიმართ და მხოლოდ ორ დადგმაში ითამაშა. დაკავდა გიტარის გაკვეთილებზე სიარულით, ვარჯიშიც კი დაიწყო, თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორადაც არ უნდა ეცადა, მისი ქვეცნობიერი მაინც ღრმად ინახავდა თეჰიონის სახელს, იმ ადამიანზე მოგონებებს, მხოლოდ შორიდან რომ შეეძლო მისი დანახვა.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...