7.

638 65 38
                                    

ცივი ამინდი იყო მიუხედავად მზისა, რომელიც ღრუბლებს მიღმა ჩაკარგულიყო და იქიდან ცდილობდა გაყინული დედამიწის მოლღობას. ქარი მზეს ჩამოაშორებდა თუ არა რუხი ღრუბლის მასას, მანათობელ ბურთს ახალი ჰფარავდა. ცაში რომ აგეხედათ, მარტივად შეამჩნევდით, იქ, ზემოთ, როგორ ეჯახებოდნენ ღრუბლები ერთმანეთს სწრაფად, ერთიანი ნაწილი ხდებოდნენ და შემდეგ ისევ შორდებოდნენ. ქარის ზუზუნი შენობის კედლებს მიღმაც კი აღწევდა, ამ ხმას ვერასდროს იტანდა თეჰიონი, მასში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა. ფანჯრიდან აკვირდებოდა, როგორ ირხეოდნენ მაღალი ხეები. ცივი ჰაერის მასებს უჭირდათ მიწაზე დაცვენილი, შემოდგომის ცივი ამინდებისგან ნიადაგს მიკრული, სველი ფოთლების ჰაერში აწევა. რაღაც მხრივ, ჯონგუკს აგონებდნენ ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები. იმდენად კარგად არ იცნობდა ბიჭს, მასზე ყოველი წვრილმანი სცოდნოდა, მაგრამ ამ ეფემერულმა ურთიერთობამ, რომელიც მასთან ჰქონდა, მიახვედრა, რომ ჯონგუკი სულიერად დამძიმებული, დაკარგულ იყო და ადგილი ვერ ეპოვნა, თითქოს ვერც ვერავინ ეხმარებოდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში ბიჭს. ამის ერთადერთი მიზეზი კი თავად გახლდათ, ეს იცოდა თეჰიონმა, ვაი რომ იცოდა, მაგრამ ეგოისტურად ვერ ელეოდა ბიჭისადმი გაჩენილ ინტერეს და თუ აქამდე მისი ინტერესი მუდამ წარმავალი, დროებითი იყო, მაშინ იქნებ მართლა ჯობდა ჯონგუკისთვის თავი დაენებებინა, სანამ დრო იყო? ახლა თუ ასე არ მოიქცეოდა, შემდეგ, ცოტა დრო რომ გავიდოდა, ალბათ, ჯონგუკსაც ისევე მოისროდა წარსულში, როგორც აქამდე ხდებოდა და ამით იმაზე მეტად ატკენდა უმცროს, ვიდრე ახლა სტკენდა. იმასაც კარგად ხვდებოდა, როგორ უცახცახებდა სხეული ჯონგუკს ყოველ მის შეხებაზე, როგორ თრთოდა, როგორ ებინდებოდა გონება, როგორ ელულებოდა თვალები სიამოვნებისგან, ეს კი ასე უბრალოდ ვერ იქნებოდა, ქერას ასეთ რექციას შესაბამისი მიზეზი უნდა ჰქონოდა და იქნებ ეს მიზეზი კიმისადმი მიზიდულობა იყო? თეჰიონმა იცოდა, სინამდვილეში ბიჭს სულაც არ სურდა კიმისგან შორს ყოფნა, მაგრამ არც მასთან ახლოს ყოფნა იქნებოდა სწორი. ჯონგუკის ადგილზე საკუთარ თავს ვერ დააყენებდა, ვერ წარმოიდგენდა, რამხელა წინააღმდეგობის წინაშე იდგა ბიჭი ყოველ ჯერზე და გუშინაც, როდესაც უმცროსმა უთხრა, რომ სურდა თავი დაენებებინა თეჰიონს მისთვის, იგრძნო, რაღაც უცნობი, გაუგებარი. ზუსტად ვერ გეტყოდათ თეჰიონი ამას სხეულის რომელი ნაწილით შეიგრძნობდა, მაგრამ წვას, ამ იმედგაცრუებას, რომელიც ჯონგუკის სიტყვებმა გამოიწვიეს, თვალს ვერ აარიდებდა. გუშინ მეტი არაფერი უთქვამთ ისე დაშორდნენ ერთმანეთს. დღეს დილით გულზე გაჩენილი სიმძიმით რომ წამოსწია სხეული, ამაზეც ვერ დახუჭავდა თვალს. და მაინც, თეჰიონს შეეძლო კი ასე მარტივად შეშვებოდა ქერას?

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now