11.

608 62 106
                                    

თეჰიონთან იმ დილის გატარება ნამდვილად იყო სასიამოვნო.  მასთან საუბარი, მის მკლავებში ტირილი რეალურად დაეხმარა, დროებით, მაგრამ მაინც შეძლო კიმმა ჯონგუკის სევდის შემსუბუქება. შეიძლება მოგვიანებით ჯონგუკს სირცხვილი ეგრძნო იმ ცხელი ცრემლების გამო, რომლებითაც უფროსს გულ-მკერდი დაუსველა, მაგრამ იმ მომენტში ეს სჭირდებოდა, თანაც შავგვრემანი კარგი მსმენელი გამოდგა. უფროსის მკლავებში გახვეულმა თავი იმდენად კომფორტულად და თბილად იგრძნო, უარს არ იტყოდა, თუ მთელ დღეს ასე გაატარებდა. ისე ჩაეძინა, ვერც კი გააცნოებიერა, მაგრამ რომ გაეღვიძა უკვე შუადღე იყო, თეჰიონმა საუზმობა შესთავაზა, თუმცა ქერამ უარი უთხრა, ერჩივნა სახლში დაბრუნებულიყო.

კვირა ისევ ალიაქოთით დაიწყო, უკვე აღარც უკვრიდა. ჯერ იყო და სააბაზანოში ონკანი გაუფუჭდა, თითქმის მთლიანი ოთახი წყალმა დატბორა. შემდეგ, სანამ სკოლაში წავიდოდა, თავზე პაკ ჯიმინი დაადგა საყვედურებით. ბიჭი დას იცავდა, ამაში ვერც გაამტყუვნებდა, მაგრამ ჯონგუკს ისეთი იერიშთ დაესხა თავს, ბიჭმა ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა. ან რომ ამოეღო ხმა, რას ეტყოდა? არაფერი ეთქმოდა. ადგილზე აწურული კი მანამ ისმენდა უფროსის ღრენას, სანამ ჰეჯინი არ გამოჩნდა და სახლში არ შეიყვანა ძმა. მთელი გზა ანერვიულებული იყო, სხეული ძლივს ემორჩილებოდა ქერას. ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და სკოლაში ბიჭების საპირფარეშოში თეჰიონს წააწყდა, ბიჭი დო იუნის ცხვირ-პირის შელამაზებით იყო დაკავებული და დამიჯერეთ, მას რომ ეს საქმე გამოსდის, ისე სხვა ვერ შეძლებს. დიახ, ეს სატრაბახოა.

_ღმერთო ჩემო. შეეშვი, თეჰიონ, ასე ხომ რამეს დაუშავებ.

იმ წამსვე მხრებში ჩააფრინდა უფროს და მისი უკან გამოყვანა სცადა, მაგრამ კიმი იმდენად ძლიერ იყო გართული იმ ზემოთ ნახსნები სატრაბახო საქმით, ჯონგუკის მუდარა არც კი გაუგონია. დო იუნის დასისხლიანებულ სახეს კიდევ ერთხელ მოხვდა მუშტი, თავად კიმსაც არ ეკლდა დაბეჟილობა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now