4.

689 76 48
                                    

_ნამჯუნიი, კარს არ გამიღებ?

კიმი ნამჯუნის ოთახის კართან იყო დაყუდებული და ცდილობდა ბიჭი შემოერიგებინა, მაგრამ ამაოდ, უმცროსი ოთახში გამოიკეტა და იქიდან იღრინებოდა.

_თავი დამანებე, თეჰიონ.

ოთახის სიღრმიდან დახშულად გამოვიდა ნამჯუნის ბურდღუნი, კიმმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და კიდევ ერთხელ დაეჯაჯგურა კარის სახელურს.

_პატარავ, ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე? განა არ შემპირდი რომ ოთახში აღარ ჩაიკეტებოდი?

ხმა ისეთი ნაზი, მზრუნველი და მშვიდი ჰქონდა, ნამჯუნი იატაკიდან ფეხზე წამოიმართა და ნელა მიფლატუნდა კართან.

_შენ მე მიყვირე და ბაბუა გააგდე აქედან.

კარი არ გაუღია, მის მიღმა ამოიდუდუნა და ნარვიულად დაუწყო გრძელი, ფართხუნა მაისურის მკლავის წვალება. თეჰიონმა უფრო ახლოდან იგრძნო ძმის ხმა. ბიჭმა წარმოიდგინა, როგორ იდგა იმ წამს ნამჯუნი საყვარლად ატუზული კართან და როგორ სასაცილოდ ცქმუტავდა ადგილზე, იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად ჩაეხუტებოდა სითბოს მოყვარულ უმცროს და თმასაც აუჩეჩდა.

_კარი გამიღე, ცოტა ვისაუბროთ.

_ორცხობილა გაქვს?

ხმაში სილაღე შეპარულმა, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ იკითხა ნამჯუნმა. კიმს დიდზე გაეღიმა და ამჯერად ამაყად გასწორდა კარის წინ.

_შენი საყვარელი.

სიტყვა ბოლომდეც არ ჰქონდა დამთავრებული კარის საკეტის ხმამ რომ გააპო ჰაერი ვიწრო, მკრთალი ოქროსფერით განათებულ კალიდორში და მალევე კარში დაბუშტულ ტუჩება, შუბლშეჭმუხნილი ნამჯუნი გამოჩნდა.

_ეს ყოველთვის ჭრის. მოდი, ნამჯუნი, რამე ფილმი ჩავრთოთ და თან ვისაუბროთ, გინდა?

_კარგი, მაგრამ ფილმს მე ავარჩევ.

<•>

ჯონგუკს პატარა, მყუდრო ოთახი აქვს, საკუთარი აივნითურთ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს. იქიდან ულამაზესი სანახავია მზის ჩასვლით შევარდისფერებული ცა. ღამითაც მშვენიერი ხედი იშლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღრუბელი არ არის და ცა სრულიად გადაწმენდილია. სარწეველა სავარძელში რომ ჩაეშვება და სხეულზე თბილ პლედს შემოიხვევს, შემდეგ ამ სამყაროს სრულიად ტოვებს. მიუხედავად სიცივისა, დაასრულა თუ არა მეცადინეობა, ცხელი რძით ხელში გაემართა აივნისკენ და ახლა უკვე შეღამებულ ცაზე, ღრუბლის მიუხედავად აქა-იქ მოციმციმე ვარსკვლავებს უყურებდა. რომ ვთქვი, ამ სამყაროს სწყდება ამ ხედის ყურებითმეთქი, მგონი ვიცრუე, რადგან ამჯერად ვერც ცაზე ვარსკვლავთა ციმციმმა და ვერც გრილმა ნიავმა ვერ გაფანტა ერთიანად სეტყვის ღრუბელივით შეკრული ფიქრები. ცხელი რძე მოყლუპა, ტუჩები დასწვა სითხის სიცხოლემ, ძლივს გადაყლაპა ყლუპი, სახე წამოუწითლდა და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, უკმაყოფილოდ ამოიწკმუტუნა და ჭიქას თხელი თითები კიდევ უფრო მეტად შემოხვია.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now