10.

579 70 46
                                    

ბევრად ღირსეული იქნებოდა, თავის კონტროლი რომ მოეხერხებინა? ბევრად წესიერი იქნებოდა, კიმ თეჰიონს რომ არ ჩაგორებოდა საწოლში? სუფთა იქნებოდა, ჰეჯინის ერთგული თუ დარჩებოდა და მართალი იქნებოდა საკუთარი თავის წინაშე, ჩადენილი ჰეჯინისთვის რომ თავადვე ეთქვა? სწორი იქნებოდა, ენანა ბიჭთან მომხდარი? მაგრამ ვერ ინანებდა, არ ინანებდა. დამნაშავე იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჰეჯინის იქეთ დაინახა მეტი, არა იმიტომ, რომ თეჰიონთან იგრძნო თავი ისე, როგორც არასდროს. არ იყო დამნაშავე იმის გამო, რომ შეყვარებული ჰყავდა და სხვაზე ფიქრობდა. დამნაშავე იყო მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოანმ მისგან ვერ გაიგო ეს ყოველივე. ვალდებული არ იყო საკუთარი გრძნობებისთვის, სურვილებისთვის გაეწია წინააღმდეგობა, ვალდებული იყო ჰეჯინთან მისულიყო, თუნდაც სამუდამოდ დაეკარგა გოგონა, ვალდებული იყო, ეთქვა სიმართლე. შეეშინდა, ვერ გაბედა აღიარება, აქ კი ნამდვილად შეცდა. ახლა გაამართლებდა ვინმე მის საქციელს? განა კი დაინახავდა ვინმე ჯონგუკს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს? დამნაშავე, მოღალატე იყო, ასე ჩათვლიდნენ, ეს ამბავი საზოგადოებას რომ გაეგო,  არავინ ეცდებოდა მის გამართლებს, რადგან, როგორც წესი, მოღალატეებს მკაცრად განვსჯით ხოლმე. იმაზე კი არ ვფირობთ, ეს რატომ მოხდა. ძვირფასებო, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, თავისი მიზანი. რაღაც მოხდება იმისთვის რომ მის ხარჯზე ჩვენს ცხოვრებაში სწორი ან არასწორი ნაბიჯი გადავდგათ წინ, მაგრამ არა უკან, არა ერთ ადგილზე ტკეპნით, არამედ წინ. რაღაც ხდება გარდატეხისთვის, ყველაფერი ხდება რაღაც მიზნით.
იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. "მოღალატეა", ვუწოდებთ ერთს, მეორეს ვანუგეშებთ, "საწყალო, მასზე უკეთეს ნახავ ცხოვრებაში", მაგრამ არავინ იცის, როდის შეიძლება აღმოვჩნდეთ ან ერთ, ან მეორე მხარეს. არც ჰეჯინს ეგონა, რომ ამდენ წლიანი ურთიერთობა ჯონგუკთან, დაწყებული მეგობრობით, დასრულებული შეყვარებულობით, ასე დაკარგავდა ფერებს. და იქნებ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც მეგობრობაზე მეტი მოისურვეს? იქნებ შეცდომა ის იყო, ერთურთის მტევნები რომ დაიჭირეს და მათ ურთიერთობაში ქალ-ვაჟური სიყვარული გამოქექეს?

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now