არეული დღის მშვიდი დასასრული. კი, ეს ნამდვილად იყო ის, რაც ოდნავ მაინც მისცემდა ჯონგუკს სიმშვიდის შეგრძნებას. ბოლოდროინდელი მოვლენები იმდენად მძიმე ტვირთად დააწვა გამხდარ მხრებზე, წელში გაშლას ვეღარ ახერხებდა. მუდმივი შფოთვა, სინდისის ქენჯნა, ათასი ფიქრით აბურდული გონება და შიში ყველაფრის დაკარგვის, უკვე აუტანელი გამხდარიყო. მაგრამ ესეც გაივლიდა, არა? სხვა ყველაფერთან ერთად წარსული წაიღებდა არასახარბიელო აწმყოს და წინ მოულოდნელობებით აღსავსე მომავალს წაეჩეხებოდა, რომელიც კაცმა არ იცის, არსებულ აწმყოზე უარესი იქნებოდა თუ უკეთესი.
კიმ თეჰიონი... ჯონგუკისთვის კითხვა რომ დაგესვათ,- ვინ არის თეჰიონი შენთვისო? ამ კითხვაზე დაზუსტებულ პასუხს ვერ გაგცემდათ, რადგან ჯერ თავადაც არ იყო ამ საკითხში გარკვეული. არცერთს ჰქონდა ბოლომდე გააზრებული რა შედეგებამდე მიიყვანდათ ეს ურთიერთობა, საერთოდ არც ის იცოდნენ, რისთვის და რა მიზნით მიუწევდათ გულები ერთმანეთისადმი ან კი ექნებოდათ საერთო მომავალი?ჯონგუკისთვის ესეც გაურკვეველი იყო, ისედაც არეულ გონებას ამაზე ფიქრები მეტად უბურდავდა. ყველაზე მეტად ჯეონს ის აშინებდა, მის მიერ გაღებული "მსხვერპლი" შეიძლება ფუჭი გამომდგარიყო. ყველაფერი ბუნდოვანი და არეული იყო, გარდა იმისა, რომ
ჯონგუკი თავს კომფორტულად გრძნობდა თეჰიონთან, მაგრამ მხოლოდ კომფორტი ხომ არ იყო, არა? უფროსს უმარტივესად შეეძლო ქერასთვის უზრუნველყო ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ბოლო დროს საერთოდ აღარ ჰქონდა ბიჭს. თუმცა თეჰიონი ხომ ერთ-ერთი იყო, ვინც ჯონგუკი ასეთ სიტუაციაში ჩააგდო? და ასევე კიმი ის ადამიანი იყო, რომელიც უმცროსის გვერდით დაგდა მაშინ, როდესაც თავად ბიჭს ეს არ შეეძლო საკუთარი თავისთვის. ძალზედ თვალსაჩინო ფაქტი იყო ის რომ კიმ თეჰიონმა ზრუნვა დაიწყო ჯონგუკზე, მასზე რეალურად დარდობდა, ცდილობდა, ყველა შანსის გამოყენებას ქერასთან სიახლოვისთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი ისეთივე ბუნტი იყო, როგორც ჯონგუკის გონებაში არსებული ფიქრები კიმზე. იქნებ, რადგან ჯონგუკმა თავი დაცულად იგრძნო თეჰიონის მკლავებქვეშ, ამიტომ ხდებოდა შავთმიანზე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მიჯაჭვული? არ იყო თავად ჯეონი დარწმუნებული რამდენად ზუსტ სახელს შეურჩევდა მის დამოკიდებულებას კიმისადმი. გაურკვევლობა იყო და ვაი რომ ის ყველაზე დიდი მტერია ურთიერთობებში.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...