საშინლად წვიმიანი დილა გათენდა, უაზრო, მოსაწყენი. აი, ისეთი, მთელი დღე სახლში რომ უნდა იჯდე ჭიქა ცხელი ყავით ანდაც ჩაით და ფანჯრიდან უცქირო ბუნების მოწყენილობას. საწოლში მოუსვენრად ბორგავდა, ყოველ თხუთმეტ წუთში თუ არა, ნახევარ საათში ერთხელ მაინც იცვლიდა მხარს. ზუსტად არ იცოდა, რის გამო ვერ იძინებდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, არაკომფორტული მატრასის თუ ჯერ კიდევ უცხო, მიუჩვეველი ოთახის. იქნებ დარღვეული ძილისა და მოუსვენრობის მიზეზი ორივე იყო? ალბათ, ასეცაა. ჯერ ვერ შეჩვეოდა ახალ გარემოს, ახალ სახლს. აქ, სეულში ყველაფერი ახალი და უცხო იყო მისთვის, გარდა იმ ქალისა, დეიდის სახელით რომ ფიქურირებდა მის ცხოვრებაში, მაგრამ არც მას იცნობდა იმდენად ახლოს, თავი კომფორულად რომ ეგრძნო ნათესავის გვერდით. ერთი შეხედვით, მარტივი ეგონა ოჯახისგან მოშორებით, დამოუკიდებლად, სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჯერ მხოლოდ ორი-სამი დღის გადმოსული იყო პუსანიდან.
სხვა მომენტი და სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო, ტელეფონზე შემოსული ზარი გააბრაზებდა, მაგრამ ახლა მადლობელიც კი იყო იმ ადამიანის, რომელიც დილის ექვსის ნახევარზე რეკავდა. ტელეფონს სწრაფად გადასწვდა, განათებულ ეკრანს დახედა. ჯონგუკს სახეზე ღიმილი გაუკრთა იმ წამსვე, როგორც კი დაინახა ზარის ავტორი, საწოლზე ისე წამოიწია, უკან ფუმფულა ბალიშის გასწორებაც არ დავიწყნია, სანამ უპასუხებდა, მანამ გვერდით, ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო.
: ჰეი, გუკ, გაგაღვიძე?
ეკრანზე წაბლისფერთმიანი გოგონა გამოჩნდა თბილი ღიმილით. ჯონგუკმა დაინახა მეგობრის უკანა ფონზე ლონდონის ერთ-ერთი ქუჩა, მაღალი შენობები და მათზე განათებული ბილბორდები. ჯეონისთვის ეს ხედი, რომელსაც ტელეფონში ხედავდა ამ წუთას, უცხო აღარ იყო, რადგან ჰეჯინი იქ ხშირად დადიოდა საღამოობით.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...