9.

598 69 64
                                    

შუა ნოემბრის თვე, კვირის დასაწყისი. იმ ამბის შემდეგ, რაც დო იუნმა თეჰიონზე ჭორი გაავრცელა, ჯონგუკი პირველად მივიდა სკოლაში. მთელი გზა, თითქოს უკან რჩებოდა ფეხები. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ყველა მას უყურებდა, ვიღაცების გასაკიცხი გამხდარიყო და მასზე ათას ამაზრზენ რამეს ფიქრობდნენ, მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს საამისო მიზეზი ჯერ არ ჰქონდათ. ეს გრძნობა მთელი დღის განმავლობაში არ მოშორებია, არც ფიქრები თეჰიონზე. რამდენიც არ უნდა ეცადა, ბიჭს გონებიდან ვერ იგდებდა. იცოდა, მასზე უკეთ არავინ იცოდა, რამდენად დიდ შეცდომას უშვებდა, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა, ვერ უმკლავდებოდა სურვილს. კაფეტერიაში ყოფნისას ჰეჯინის მომაბეზრებელმა, მუდამ მოჭიკჭიკე მეგობრებმა მოულოდნელად თეჰიონზე დაიწყეს ლაპარაკი. იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი თეჰიონის პარტნიორით, მთელი საათი მხოლოდ ამას განიხილავდნენ. დისკომფორტი კი ყოველი მათი უაზრო წამოროშილი სიტყვის შემდეგ კიდევ უფრო იზრდებოდა. ქერა უღიმღამოდ ქექდა ულუფიდან ბოსტნეულს და თავჩაქინდრული ისმენდა გოგონების დიალოგს, რომელთა შორის, იშვიათად, მაგრამ მაინც ისმოდა ჯიის ხმაც. საბოლოოდ, რამაც ყველაზე მეტად გაოოგნა ჯონგუკი, ეს ის ამბავი იყო, თეჰიონი და მისი ერთ-ერთი კლასელი, ჰოსოკი, სამი დღით სკოლიდან რომ იყვნენ გარიცხულნი დო იუნის ცემისთვის. ისედაც მთელი დღე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, იქნებ სადმე გადაჰყროდა კიმის მედიდურად მოსიარულე სხეულსა და მოელვარე თვალებს მაცდური ღიმილითურთ. იდეალური შანსი უნდა ყოფილიყო კიმის სკოლაში არყოფნა. თუ ყოველ წამს თვალში არ მოედებოდა შავთმიანი, ასე უფრო მეტად გაუადვილდებოდა მასზე ფიქრებისგან განთავისუფლება. თუმცა, ჯერ საკითხავი ის იყო, რატომ ფიქრობდა ჯეონ ჯონგუკი კიმ თეჰიონზე? იქნებ იმიტომ, რომ უფროსმა ის აგრძნობინა, რაც მისთვის პირველი და ამდენად ზღაპრული გამოდგა? ჰქონდა კი მიზეზი, ეფიქრა კიმის სახეზე, მის ნაცრისფერ თვალებზე და იმ ხმაზე, გაგონებისთანავე უდიდეს სიამოვნებას რომ აგრძნობინებდა? ამ კითხვას თავად ვერ გასცა პასუხი, ბევრი იფიქრა, მაგრამ იმდენად იყო არეული, უჭირდა რამის გააზრება. იყო კი ვინმე სხვა, ვისაც ეცოდინებოდა ზუსტი პასუხი?

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now