29.

507 56 98
                                    

მეტისმეტად რთული იყო თავის კონტროლი, თუმცა ამაზე არცერთი ფიქრობდა ამ წამს. ზურგსუკან მიხურულ კარს იყო აკრული თეჰიონი და ჯონგუკი ახლა იმდენად დომინანტურად დასწაფებოდა უფროსის ბაგეებს, შეუძლებელი იქნებოდა მისგან თავის დაღწევა. ბინა ბოლომდე ჩანბელებული იყო, შემოხსნეს კარი თუ არა, მას შემდეგ ამ მეტად მნიშვნელოვანი და მონატრებული საქმით იყვნენ დაკავებული და სინათლის ჩართვაზე არცერთს უფიქრია. უფროს მიუხედავად სიბნელისა, თავისუფლად შეეძლო დაენახა უმცროსის დახუჭილი თვალები. მაინც რამდენად ბავშვური იყო ბიჭი, ასეთი დომინანტური მხარის გამოვლენისასც რომ გაუკრთოდა სახეზე ის მღელვარება, მუდამ მისი თანმსდევი რომ იყო. თეჰიონი ჯონგუკს ბოლომდე აძლევდა საშუალებას, გამოეყენებინა თითოეული წამი და ყოფილიყო ამდენად მომთხოვნი. გრძნობდა უმცროსის თითებს საკუთარი ყვრიმალების გარშემო, მტკივნეული არ იყო შექმნილი მარწუხები, პირიქით, სასიამოვნოდ ნაზად ეხებოდა სახეზე და მთელი ვნებით ამოძრავებდა ტუჩებს. აზროვნების უნარი წართმეული ჰქონდა, სხვაგვარად ამდემად თამამი რანაირად იქნებოდა? თუმცა თეჰიონს არ შეეძლო იმის უარყოფა, რომ ასეთი ჯონგუკი სულ სხვა სიამოვნებას ანიჭებდა. კიმმა ტუჩზე მწარე კბენა იგრძნო, უხეში სესიის გამო შემთხვევით კანი გაუჭრა ჰანიმ და ამ შეგრძნებისგან ღრმა ოხვრა დასცდა მის აწ უკვე ნერწყვისა და სისხლით შეფერადებული ბაგეებს. ღიმილით მოშორდა უფროსს ჯონგუკი, მოციმციმე მზერა მოავლო ბიჭს სისხლწაცხებულ ტუჩებზე, ცალი ხელი კიმის ცალ ლოყას მოაშორა, ნაზად ჩამოასრიალა გრილი თითები კანზე და საბოლოოდ ბაგეებს მთლიან სიგრძეზე გადაატარა.

_ისეთი არაფერია.

ჯონგუკმა სისხლით ოდნავ შეფერადებულ ორ თითს დახედა და ძალიან მალე ანცი მზერა თავად კიმის ქარვისფერ თვალებზე გადაიტანა, უფროსმა გააზრებაც ვერ მოასწრო, ხელთავიდან რომ დაეწაფა მის ბაგეებს უმცროსი, მაგრამ ამჯერად მეტად ფრთხილი და ნაზი იყო სესია, რომელიც არც დიდხანს გაგრძელებულა, რადგან ჯონგუკის თხელმა ტუჩებმა ნიკაპზე გადაინაცვლეს, ნიკაპიდან ყბის გამოკვეთილი ხაზისკენ და ძალიან მალე უფროსის ხორბლისფერ ყელსაც მიადგნენ. არ ჩქარობდა, არაფერს აკეთებდა ზედმეტად ზედაპირულად, თითოეული მისი ქმედება ნაზი და ამავედროს იმდენად მომთხოვნი იყო, კიმს რამდენჯერმე სიმწრით ნაკავები კვნესაც კი დასცდა ბაგეებიდან ზუსტად უმცროსის ყურთან დახრილს. ლავიწიდან ოდნავ ზემოთ კიმის კანი კბილებს შორის მოიქცია, მტკივნეულად მოწუწნა ის ნაწილი და ამ ქმედებით სისხლს მოძრაობის საშუალება არ მისცა, შედეგად მოიასამნისფრო ნიშანიც დარჩებოდა თეჰიონს. იმ წამს, როდესაც აწ უკვე დაწითლებულ კანს შეხედა ჯონგუკმა უმალ ცხელი ენაც აატარა კონკრეტულ მონაკვეთს და კმაყოფილი მზერით თეჰიონს თვალებში ახედა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now