32.

638 56 121
                                    

წინა თავი არ გამოგრჩეთ. ეს უკვე მართლა დასასრულია ფიქციის, ამიტომ კომენტარებს ველოდები, არ დაიზაროთ, ძვირფასებო.💜
                               
                                ⬇️








5 წლის შემდეგ. ლას ვეგასი.

სასტუმროს ნომერში ნათელი ფერის კედლებს გათენებისას უზარმაზარი ფანჯრიდან შემოჭრილი მცხუნვარე მზის სხივები დააცხრნენ თავს ოქროსფერი არშიებითურთ. შესანიშნავი სიმშვიდე სუფევდა ოთახში. შეხსნილ კარს, რომელსაც აივანზე გაჰყავდით, მთლიანად ფარავდა თეთრი, ნახევრად გამჭირვალე ფარდა, გარედან შემოსული დილის მსუსხავი ნიავი სასიამოვნოდ აშრიალებდა ქსოვილს. სანაპიროს რომ გადაჰყურებდა მათი ნომერი, სწორედ იქიდან მსუბუქად მოისმოდა აღელვებული ტალღების ვნებათაღელვა და ამას დიდ, ფუმფულა საწოლში შიშვლად მწოლიარე წყვილის მშვიდი ფშვინვაც ერთოდა თან.

ლას ვეგასში იყვნენ, ყველანი. წინა ღამით სანაპიროზე გამართულ წვეულებაზე გონების დაკარგვამდე დალიეს, ბევრიც იცეკვეს. ჯონგუკს ახსოვს, ოთახამდე ჯიმინმა მოაცილა ის და თეჰიონი, რადგან ისეთ მდგომარეობაში არც კიმი და არც ჯეონი არ ყოფილან, დამოუკიდებლად ფეხი წინ გადაედგათ. მაგრამ ის ყველაფერი ოთახშივე რომ დაატრიალეს, სრულებითაც არ ჩამოუვარდებოდა, სანაპიროზე დარჩენილი კოცონის მხურვალებას, მის ალს მთელს სიგრძეზე რომ აჰქონდა ნაპერწკლები მუქ სივრცეში. 

უმცროსმმა თვალები რომ გაახილა, გონებამ იმ წამსვე დაატრიალა წუხანდელი ამბები, რამაც ღიმილი მოჰგვარა სახეზე ბიჭს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით, თავის ძლიერმა ტკივილმა აიძულა, ღიმილი სახიდან გაექრო. ჯერ კიდევ გამოუფხიზებელი საფეთქლებს ორივე მტევნის თითებით რომ იზელდა, გვერდით საათის შესამოწმებლად გადაიწია, უკვე ადგომის დრო ჰქონდა, დღეს დიდი დღე იყო. უფროსს ჯერ კიდევ ეძინა, მშვიდად ფშვინავდა და საწოლზე გულ-მკერდით მწოლიარეს თავი ბალიშში ჩაერგო. ჯონგუკს არ უნდოდა, რომ უფროსს გაღვიძებოდა, ამიტომ ფრთხილად გადაიწია ბიჭისკენ, მის მოშიშვლებულ მხარს ნაზად შეახო გამომშრალი ტუჩები და ასევე უჩუმრად გაიპარა საწოლიდან პირდაპირ სააბაზანოსკენ. გრილი შხაპი სწრაფად მიიღო, საქმე ჰქონდა და უნდოდა, სანამ ყველა გაიღვიძებდა, მანამ მოესწრო. აწ უკვე ჩაცმული თეჰიონთან რომ დაბრუნდა, კიმი გაღვიძებული დაუხვდა, სახით აივნის მხარეს იყო გადაბრუნებული, სხეულზე კი ზეწარი გადაეფარებინა, მანამ სრულიად შიშველი იწვა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now