19.

524 61 57
                                    

ზამთარი თვალის დახამხამებაში გავიდა, თან მიჰყვა გაზაფხულის პირველი თვეც და აწ უკვე აპრილი იყო, მზიანი, თბილი ამინდებითა და აყვავებული ყვავილებით. საოცრად გამოთბა, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მარტში და კიდევ უფრო მეტად გადაიპენტა ხეები აყვავებული ყვავილებითა და ახლად წამოზრდილი მწვანე ფოთლებით. ისე იყო, თითქოს ზამთრისგან მკვდარი ბუნება გაზაფხულში ცოცხლდებოდა. ჯონგუკისა და თეჰიონის ურთიერთობა კი წინ არ მიდიოდა, არც უკან, ერთ ადგილს ტკეპნიდნენ თვეების განმავლობაში. დადიოდნენ პაემნებზე, ატარებდნენ დროს ერთად მაშინ, როდესაც ეს ხერხდებოდა და ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.

კიმ თეჰიონი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ იმ მოხუცს საკუთარ ძმას თავად მიუყვანდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კაცის სიმსიმნზე გაიგეს, ჯუნი ხშირად დადიოდა ბაბუამისთან და იქ რამდენიმე დღითაც კი რჩებოდა ხოლმე. ასეთივე შემთხვევა იყო დღევანდელი დღეც, ადრიანად წაიყვანა ძმა მოხუცის უზარმაზარ ვილაში, შემდეგ ჯონგუკს შეუთანხმდა შეხვედრაზე და რადგანაც ამ დროისთვის თეჰიონის სახლში არავინ იყო, აქ წამოვიდნენ. მზეს ეფიცხებოდა თეჰიონი, მწვანე ბალახზე ზურგით იწვა და ის ისედაც ხორბლისფერი კანი მზეზე კიდევ უფრო ლამაზად შეფერილიყო. გვერდით თანი იწვა, დაქანცული აქეთ-იქით სირბილისგან ძლივსღა სუნთქავდა, თეჰიონი ერთი ხელით ამ ბეწვის გორგალს ეფერებოდა, მეორე კი თავქვეშ ამოედო და თვალები დაეხუჭა. სახეზე გრძნობდა მზის მწველ სხივებს, თვალები გაახილა თუ არა, ცრემლები გადმოსცვივდა, უმცროსმა ხელით მოუჩრდილა შავგვრემანს.

_სეულის უნივერსიტეტში საბუთები შევიტანე.

ჯონგუკს გახედა, ბიჭს სულ ოდნავ შეეტყო სახეზე ემოციების ცვლილება.

_სერიოზულად ხარ განწყობილი სეულზე.

სულ მალე, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ სხვათაშორისად ამოიბუტბუტა ჯონგუკმა, არ უნდოდა თეჰიონს რამე შეემჩნია. უფროსისკენ გადაიხარა და აქამდე თითებით თეთრ, პატარა ყვავილს რომ ათამაშებდა, კიმს შავ თმაში, ყურთან დაუმაგრა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now