5.

672 75 21
                                    

ჯონგუკის ბუნებრივი თმის ფერი ისეთივე მუქია, როგორც მისი თვალები, შეიძლება უფრო მეტადაც კი. თმა ქერად ჯის ინიციატივით შეიღება, ალბათ, ერთი წელიც არ იქნება. თავად ძალიან მოსწონს, ძალიანაც უხდება. პერიოდი ჰქონდა ისეთი, კონკრეტულ რაღაცეებში გარკვევას და ჩამოყალიბებას რომ იწყებდა. ერთი პერიოდი საკუთარი გამონაყარი აკომპლექსებდა, ხანდახან ჯის კანის მოვლის საშუალებებს იყენებდა, გოგონა ამის გამო ხშირად ტუქსავდა და ეუბნებოდა, რომ ასე ნებისმიერი კრემი მის გამონაყარს ვერ უშველიდა, შემდეგ თავადვე მიიყვანა თავის კოსმეტოლოგთან ჯონგუკი.

ერთი და იგივე ნებისმიერ შემთხვევაში მოსაბეზრებელია, ერთფეროვნება ყელში ამოგვდის და ამ ყველაფრით დაღლილები საკუთარ თავს ვეკითხებით, განა მართლა ასეთი მოსაწყენია ცხოვრება? გვერდით გავიხედავათ და ვიღაც იღიმის, ვიღაც ჩვენ მზგავსად ყოველდღიურობის ერთფეროვნებით "იტანჯება". დილით რომ ვიღვიძებთ და სარკეში საკუთარ თავს შევხედავთ, არაფრით იცვლება, ისევ იგივე სახე, იგივე ადამიანი, იგივე პრობლემებით. ხშირად ყოფილა ისე, თითქოს საკუთარ თავში ცვლილებას თუ დაინახავდა ჯონგუკი, მაშინ მისი მე გუშინდელი მეესგან განსხვავებული იქნებოდა და ერთფეროვნებაც გაქრებოდა ცვლილებები მუდამაა საჭირო, როგორი მცირეც არ უნდა იყოს ისინი, მაინც შესამჩნევია. ჯი კი, რომელსაც ჯონგუკის უსიტყვოდ ესმოდა, ერთ დღეს ბიჭს თავზე დაადგა თმის საღებავებით ხელში, ჩემი ძმის ოთახში ვიპოვე და ხომ არ გადავყრიო. ჰეჯინმა შესთავაზა, მოესინჯა სხვა ფერის თმა და თუ არ მოეწონებოდა, მას ისევ გადაიღებავდა. ჯონგუკს ჭკუაში დაუჯდა იდეა, მან იცოდა, გოგონას შეეძლო თვალდახუჭულს მინდობოდა, ალბათ, ჯიც ამავეს ფიქრობდა შეყვარებულზე და როგორი მცდარი იყო მისი წარმოდგენა ჯონგუკზე. თავი სევდიანად გააქნია ფიქრების თავიდან გასაფანტად ჯეონმა, დახუჭული თვალებიდან მოღალატე ცრემლმა გამოჟონა, ნაზად დაეშვა ბიჭის ლოყაზე და მის ყელში გაუჩინარდა. ოთახი თეთრ ფერში ჰქონდა, ახლა ეს ფერიც კი თავს ატკიებდა, მისი სინაზე, მისი სიწმინდე. მოსწონდა ფერების ისე არჩევა რომ მათ სიმბოლურ დატვირთვას აუცილებლად აქცევდა ყურადღებას. თავად ნამდვილად აღარ ჰგავდა ამ თეთრს, ტალახში ჩავარდნილი ვარდივით იყო. საწოლის გვერდით კედლის ფერისგან ერთი ტონით მუქი კარადა იდგა უზარმაზარი სარკით. მხარი აქეთკენ იცვალა, თვალები გაახილა თუ არა, საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი. ასეთი ცვლილება ზედმეტი იყო. თუ მუდამ გაურბოდა საკუთარ ერთფეროვნებას, ახლა ეს ცვლილება, რასაც ხედავდა, აგიჟებდა, ჭკუიდან გადაჰყავდა რომ საკუთარ თავსაც ვერ ცნობდა. იმას აკეთებდა, რასაც ეგონა, არასდროს გააკეთებდა.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now