ღამით რომ გამოეღვიძა, საათის შემოწმებამ შვება მოჰგვარა, ჯერ ადრე იყო მაღვიძარას დარეკვამდე, ამიტომ მხარი უდარდელად იცვალა და ძილი შეიბრუნა. დილით ადრე ადგომა ჭირის დღესავით ეზიზღებოდა, ნება რომ მიგეცათ, მთელი დღე არ წამოყოფდა იმ გაბურდულ შავ თმას ბალიშიდან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმ აწ უკვე საძულველად ქცეული მაღვიძარას ხმა ან უარესი და უმცროსი ტყუპი ძმების დაუსრულებელი ტირილი უფრთხობდა ხოლმე მშვიდ ძილს.
არასდროს ჰქონდა პატარების ატანა, საკუთარ ძმებსაც კი ისე უყურებდა, თითქოს თვითონ არ ყოფილა მათი ასაკის და მათსავით დედის მკერდი არ ეწოვა. ალბათ, ესეც მისი ასაკის და სქესის გამო იყო, გოგო რომ ყოფილიყო, დედას და მის ორივე მკერდს ჩაფრენილ თავგასიებულ ძმებს თვალს კი არ აარიდებდა, მაგრამ რას ვიზამთ, მინ იუნგის ამის გარდა ბევრი სხვა მიზეზიც ჰქონდა საწუწუნოდ, მაგალითად, ჯონ ჰოსოკი, რომელიც მცდელობას არ აკლებდა, მინის ნერვებზე არ ერბინა._იუნგს, გთხოვ რაა.
როგორც ყოველთვის სკოლის კაფეტერიაში ისხდნენ. ჰოსკმა მთელი დღის გეგმები განიხილა, საღამოს ჯინისთვის საჩუქრის საყიდლად აპირებდა წასვლას და წამყოლის სურვილი არც კიმა გამოთქვა და არც იუნგიმ.
_შენი თავი არ მაქვს, ჰოსოკ.
ამოიბურდღუნა და ერთჯერად თეფშზე შეუჭმელად დარჩენილ სენდვიჩს უკმაყოფილოდ დახედა. დილით ვერ მოასწრო სახლში საუზმობა, ჩაეძინა და თავპირისმტვრევით მოუწია გამზადება, ავტობუსისთვის ხომ უნდა მიესწრო, თუმცა მიუხედავად ცარიელი კუჭისა, მადა ახლაც არ ჰქონდა.
_ის ჯონგუკი არ არის?
ჰოსოკის მზერისკენ გადავიდა ბიჭების ყურადღება. კაფეტერიაში ახლად შემოსული ჯონგუკი დახლიდან საჭმელს იღებდა, გვერდით ჰეჯინი ედგა.
_აბა დაშორდნენო?
ამჯერად ჰოსოკის მზერა თეჰიონისკენ გადმოვიდა, რომელის სახეზეც გამომეტყველება რომ დაგენახათ, მაინც ვერ გაიგებდით, რას გრძნობდა იმ წუთებში შავგვრემანი. ჯონგუკისა და თეჰიონის მზერა ერთმანეთს სულ რამდენიმე წამით შეხვდა, უმცროსმა ნაზი ღიმილით, თითქმის შეუმჩნევლად დაუხარა თავი და ჰეჯინის გვერდით ჩამოჯდა მაგიდასთან. თეჰიონისთვის შეუმჩნეველი არ იყო, როგორ უნათებდა სახე ქერას და ეს მასაც გულწრფელად ახარებდა. წესით უნდა ეეჭვიანა ჰეჯინზე, არა? მაგრამ ამდაგვარს არაფერს გრძნობდა, ყოველ შემთხვევაში გოგონა არ იწვევდა ასეთ გრძნობას კიმში, თუმცა დანაშაულის შეგრძნება კი ნამდვილად უღიტინებდა საცეცებით თეჰიონის გონებას, ახლა და ასე გვიან. მანამ, სანამ ჯერ კიდევ დრო იყო, ჯონგუკს შეშვებოდა, მაშინ სინდის არ შეუწუხებია, ისე ცდილობდა ბიჭის ხელში ჩაგდებას. სინამდვილეში, მაშინ ზედმეტს არც ფიქრობდა, საკუთარ გონებას არ აწუხებდა იმაზე ფიქრით, რაც ეგონა, დროებითი იქნებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჯონგუკი დროებით მოწონების ობიექტზე მეტი ხდებოდა, ეს ასე იყო, ამას ამჩნევდა ვინმე თუ, არა. თავიდან გაშმაგებული, ნადირივით დასტრიალებდა საკუთარ მსხვერპლს და იმ დროს არც ჯონგუკის გრძნობებზე და მით უფრო ჰეიჯინზე არ უფიქრია, მაგრამ ახლა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ჰანი ბანისთან, მით უფრო რწმუნდებოდა, მისი საქციელი არ იყო ჯანსაღი. სხვაგვარად შეეძლო ამ საქმის მოგვარება, უფრო რთულად, მაგრამ ნაკლებად საბედისწეროდ.
YOU ARE READING
Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მ..მე შეყვარებული მ..მყავს. ე..ეს არასწორია. _ჰანი ბანი, წინაზე ამ ფაქტს შენთვის ხელი არ შეუშლია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა უფროსმა. აჩრდილივით გადაირბინა ცხელმა ამონასუნთქმა უმცროსის ალუბლისფერ ბაგეებზე. 《Taekook》🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《5.02...