ეგრე მარტივად ვერ გაექცევი.შენ ეს კარგად იცი.
ბიჭი ბარბაცით ძლივს დადის ტროტუარზე.ხელი მუცელზე არსებულ ღრმა ჭრილობაზე მიეჭირა, რომლისგანაც სისხლი მდორედ სდიოდა.
-ენა ჩაიწყვიტე-ბიჭი გონების ხმისგან გათავისუფლებას ცდილობდა.
რთულია როცა შენი ფიქრები შენ არ გეკუთვნის,თუმცა უკვე ათასწლეულებია ბიჭი ამას მეტნაკლებად შეეჩვია.
მამამისის ძღვენი მისთვის წყევლა აღმოჩნდა,სხვა ძმებისგან განსხვავებით.
ორ სულიანობა.ადამიანის ყველაზე საზიზღარი თვისება ბიჭში პირდაპირი მნიშვნელობით არსებობდა.
ჩემს გარეშე არაფერი ხარ თუ არ გამომიშვებ მოკვდარი ადამიანი გახდები.
-დაე მოვკვდე,შენ აღარ გამოხვალ!აღარასოდეს-ბიჭს ნელ-ნელა მზერაც უბინდდებოდა.
შენ ჩემზე სუსტი ხარ,როგორც კი გონს დაკარგავ მე შენ დაგეუფლები.
-ამის უფლებას არ მოგცემ-ბიჭმა კონცეტრაციის მოკრეფა სცადა.
ადამიანების სამყაროში ის ადამიანი ხდებოდა,ეს მამამისის კიდევ ერთი "საჩუქარი" იყო,რომელიც მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე კარგ სასუქსს აყრიდა.
-დახმარება მჭირდება-დაიჩურჩულა და მისი მაგიური ენერგია მოიკრიბა, თუმცა სულ ტყუილად.
კარგი რა,იცი რომ შენი მაგია მე მაქვს,გამომიშვი და დახმარებას მე შევძლებ.
მაგია...ამ სამყაროში მისი შველა მხოლოდ ამას შეეძლო და ისიც მის "მოწინააღმდეგას" ჰქონდა.
-მჭირდება-დაიჩურჩულა ბიჭმა და ძალაგამოცლილი ძირს დავარდა.
აი ზუსტად ეგრე
წაისისინა გონების ხმამ.
ნელ-ნელა მის გარშემო დიდი წითელი გუბე დგებოდა და მის თეთრ ტანისამოსს ალისფრად ღებავდა.
ბიჭმა წინ გაიხედა.
მის თვალთახედვას თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა მოხვდა.ფეხშიშველი იდგა,მუხლები მოეკეცა და ჩაკუზული ბიჭს ინტერესით მისჩერებოდა.შავი ყორანივით ბრდღვინავი თვალები,კუპრივით ავი თმა,თეთრი თოვლივით ქათქათა კანი და მარწყვის მსგავსი წითელი ტუჩები გოგონას უჩვეულ სილამაზესა და განუმეორებელ გარეგნობას სძენდა.ბიჭისთვის მის სახე ზედმეტად მკაფიოდ ყვიროდა.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Viễn tưởngსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...