2 თავი."სისხლიანი მდინარე"

655 52 356
                                    

-ესეიგი შენი დის შვილები არიან?-კითხულობს წარბებშეკრული ლეა.ქალი თავს აქნევს.

-ძვირფასო ვიცი აქამდე ჩემი და არ მიხსენებია,მაგრამ ნაჩხუბრები ვიყავით და მისი სახელის გაგონებაც კი არ მინდოდა-გოგონას ხელს თავისაში იქცევს-ჩემი და და სიძე ავარიაში დაიღუპნენ,მათ დაობლებულ შვილებს ხომ არ მივატოვებთ?

-არსაიდან გამოჩენილი და,რომელიც დაიღუპა და მისი შვილები, რომლებთაც პირველად ვხედავთ-აცხადებს კაი ისე,რომ ტელეფონიდან თავსაც არ ჰყოფს.თამაშში ახალ ხელს ხურავდა.

-ბავშვებო ისინი თქვენი დეიდაშვილები არიან-ამბობს მაკაცრად ოჯახის უფროსი ბატონი იუნგ სოკბომი და ტყუპებს გამაფრთხილებლად ავლებს თვალს-ჩვენთან ერთად იცხოვრებენ,სკოლაშიც თქვენთან ერთად ივლიან,თქვენგან მათზე ზრუნვას და ყურადღებას მოვითხოვ-ლეა თვალებს ატრიალებს.

-თუ ჩემი სისხლის ბავშვები არ არიან როგორ უნდა გავუგო?

-როგორც გინდა ლეა,როგორც გინდა.

მისაღებში მჯდომი ელიონორა და იონჯუნი ოთხეულს ელოდებოდნენ. როდის მორჩებოდნენ თათბირს და სამზარეულოდან როდის გამოვიდოდნენ.

-მეგონა რომელიღაც სახლში დავსახლდებოდით,ან დედამიწის გარშემო ვიმოგზაურებდით და რაიმე საინერესოს ვნახავდით.ვიღაც ოჯახის მოჯადოება,რომ მათი დიდი ხნის უნახავი დეიდის შვილები ვართ რაღა ჯანდაბაა?ოჯახში ცხოვრება ასე ძალიან გინდოდა?აქ სკოლაში სიარულსაც დაგვაძალებენ მეგონა გეჰენადან სწორედ მაგას გავურბოდით.-არ ჩუმდებოდა იონჯუნი და უკმაყოფილოდ ქოთქოთებდა.

-იონჯუნ გაჩუმდი რა.მე ადამიანების ცხოვრება მაინტერესებს.როგორ ცხოვრობენ ისინი ყოველდღიურად.როგორ დადიან საშოპინგოდ ერთად.თან აქ ბევრი ადამიანია,არავინ იცის შენ ვინ ხარ, პრეზიდენტის ქალიშვილიც რომ იყო.გარშემო იმდენი ადამიანია მაინც ვერავინ მიხვდება.სკოლაში ივლი შემდეგ გარეთ მეგობრებთან ერთად გასართობად წახვალ,კაფეებში,ბრმა პაემნებზე,წვეულებებზე...-იონჯუნმა თვალები გადქატრიალა და ტახტის საზურგეს მიაწვა.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now