48 თავი. "სამი სამყაროს ბრძანებელი"

361 33 457
                                        

-უცებ ჩაგეჭრებით ჩემო მეგობრებო-ამჯერად შარფით თავი ჰქონდა გაკრული ოქროსფერთმიან ანგელოზს. აშკარად გუშინ ზედმეტი მოუვიდა ღვინო-გახსოვთ ამას წინად რა გითხარით?სადაც კითხვა ისმის "ნუთუ ყველაფერი ასე მარტივად" მანდ არაფერია მარტივად!-პაუზა გააკეთა და დაფიქრდა რამდენად სწორად ამბობდა -ვიღაც მესამე ძალაა ჩარეული, რადგან საქმე "გაემარტივებინა",რომელიც დიდი ალბათობით ისედაც მისი არეული იქნებოდა!-კმაყოფილი დოინჯს კრავს-ჰო მერე იტყვით, რომ არსემა გაგვაფრთხილაო-ნიშნისმოგებით წამოიძახა-ახლა კი გეჰენაში წადით არ გაინტერესებთ ჩვენმა სამუელმა და ელიონორამ რაზე ილაპარაკეს?-ტაში შემოკრა-შემდეგი კადრი თუ შეიძლება!

***

-დიდხანს აპირებ ჩუმად ყოფნას?-თხუტმეტი წუთის მანძილზე ბაღის გრძელ და ჩახლართულ ლაბირითს გადიოდნენ.სამუელი იმითაც კმაყოფილი იყო,რომ გოგონას გვერდით იდგა და მის არსებობას ახლოდან შეიგრძნობდა.განსხვავებით ელიონორასგან,რომელიც ნემსებზე შემდგარი, აცახცახებული დაყვებოდა ბიჭს გვერდით.

ბოლოს დაღლილმა ხმა ამოიღო

-რამდენხანსაც შენ მოინდომებ-მშვიდად მიუგო სამუელმა

-სამოთხეში სამი წელი იმას გეგმავდი ჩემი ნერვები როგორ მოგეშალა?-გაღიზანებული იკითხა გოგომ.სამუელმა გვერდით გადახედა და მკვეთრად გაიღიმა.

-რა საყვარეი ხარ,როცა ბრაზობ-ელონორა შედგა.სამუელიც მასთან ერთად გაჩერდა და გოგოსკენ შეტრიალდა-რა მოხდა?

გოგომ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა,შემდეგ კი ჩამუქებული მზერა ბიჭს მიანათა.

-პირდაპირ მითხარი რის მიღწევას ცდილობ სამუელ?

-რის მიღწვას ვცდილობ?-დაიბნა ბიჭი.

- კიდევ იდიოტის როლს თამაშობ!ჩამოდიხარ აქ და ბოლო დონის რეგვენივით იქცევი! არც სამუელი ხარ წესიერად და აღარც აიენი.რა იყო ახალი პიროვნება დაიმატე ?თითქოს რაოდენობაში მოიკოჭლებოდი-დამცინავად მიუგო გოგომ.სამუელი დაიძაბა.კრიჭო შეეკრა. ყბის ძარღვი დაეჭიმა, მისი სახის დანახვისას გაღიზანებას აშკარად შეამჩმევდა ადამიანი-ცინიკოსი სამუელი?

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now