16 თავი."გათავისუფლება"

447 50 547
                                    

-არ იტყვი თეჰიონი სადაა?-უკვე მოთმინება დაკარგულმა მაგდალინამ წიგნი დახურა და მაგიდაზე დადო.

იონჯუ წიგნებიდან ჩანაწერების გადმოტანას შეეშვა და მზერა მაგდალინას გაუსწორა,მაგრამ შენდეგ კვლავ გააგრძელა.

-ამჯერად რაზე იჩხუბეთ?-იონჯუ დილიდანვე აქ იყო, მაგრამ თეჰიონზე კრინტიც არ დაუძრავს. თვითონ თეჰიონი კი სად გადაკარგულიყო არ იცოდა.

ამოიოხრა.

-კრისტოფერ-სახელის თქმიდან რამდენიმე წამში ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი ჩნდება-ჯონგუკი სადაა?

-თავის კაბინეტში საბჭოს სასწრაფო შეკრება ჩატარდა და მოხსენება მოუვიდა.

-აკადემიაში ჩემი გაგზავნილი წერილი აქამდე არ მისულა?ბავშვები უკან რატომ არ ბრუნდებიან?ამ დილით ხომ გავაგზავნე მათი დაბრუნების მოთხოვნა?

-ჯერ არაფერი ისმის მადამ-მაგდალინამ წარბები შეკრა.

-თუ ერთ საათში ახალი არაფერი იქნება აკადემიაში მათ წამოსაყვანად შენ წახვალ.

-დიახ მადამ-თავს ხრის.

-თეჰიონი სად არის შენ მაინც იცი?

-ბატონი კიმი...-თვალი იონჯუსკენ გააპარა-დედაქალაქშია ცენტრალურ ქალაქში.

-რატომ?რამე საქმე ჰქონდა?

-ჩემთვის არაფერი უთქვამს-თან იონჯუსკენ ანიშნა საწყალი თვალით.

-ნუ ღელავ კრისტოფერ შენს შეჭმას არ ვაპირებ-ჩაიდუდუნა იონჯუმ.

-კარგი შეგიძლია წახვიდე-ჩაფიქრებულმა თქვა მაგდალინამ.

კრისტოფერმა თავი მადლიანად დახარა და ორივეს გაეცალა.

-მისი ბრალი იყო...-ამბობს იონჯუ ისე, რომ მაგდალინას დაჟინებულ მზერას ყურადღებასაც არ აქცევს და სამუშაოს აგრძელებს.

-ორივემ კარგად ვიცით,რომ ორივე დამნაშავე ხართ,რაღაც უაზრო თემაზე იწყებთ კამათს და ენას არ აჩერებთ,ერთმანეთს უაზრობებზე აყრით,მერე კიდე გაბრაზებულები თვეობით არ ელაპარაკებით ერთმანეთს.ძალიან კარგი ვქენი იონჯუნს ელიონორასთან ერთად თავი აკადემიაში რომ ვუკარი,თქვენზე რომ ეყურებინა კარგი არაფერი დაემართებოდა.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now