12 თავი."ბანაკის წვეულება"

403 46 701
                                    

მთელი დღე წუწაობაში და მდინარეზე თამაშში გავატარეთ.

სიმართლე რომ ვთქვა ეს ბოლო სამი კვირის საუკეთესო დღე იყო.ბორას წუწუნი იმდენად აღარ მაღიზიანებს, როგორც ადრე, ლიზას და ლეას კინკლაობასაც ვუძლევ. აქ მხოლოდ ორი რამაა, რაც ჩემს გონებაში მუდამ ტრიალებს და მოსვენებას არ მაძლევს.

ერთს ლი დოგჰვა ქვია.უკვე რამდენჯერმე შევხვდით და არცერთხელ არ გამომლაპარაკებია, თითქოს არც ვვარსებობდე. გვენმა ყველა შეგვამაოწმა ნიშნებზე, თუმცა დანიშნული არც ერთი ვყოფილვართ.რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ აქედა თავს გვიკრავენ და დოგჰვას დიდი ხანი ვეღარ ვნახავ.

მინდა ამაზე ვინერვიულო, მაგრამ რგორც კი დარდს ვიწყებ ჩემს წინ ის ჩნდება მომღიმარი სახით და უცნაურად მომაჯადოებელი თვალებით.

კითხვები ჩემს გონებაში ტრიალებენ.

საიდან იცის ვინ ვარ?როგორ მიხვდა?

მთელი დღე ხმა არ გაუცია, განმარტოვების საშუალება კი არ მომცემია.როცა წამის მეასედებში ცალკე აღვმოჩნდებოდი მასთან და რამეს ვეტყოდი, გამიღიმებდა და თავს მარიდებდა.

ვინაა? ტყეში რა უნდოდა? ვინ დაჭრა? რა ჰქვია? საიდანაა?

რაც არ უნდა მოხდეს უნდა გავიგო!აქ ასე უბრალოდ არ იქნება ყველაფერი. იქნებ ისიც ზებუნებრივია?ან ჩემთვის სურს რაიმს დაშავება?

-აბა ქალბატონებო-კოტეჯში ლიზა შემოდის და თავს ძლივს ვიკავებ პირი,რომ არ დავაღო.

შავი მოკლე ფრიალა კაბა აცვია,რაც ლიზას ტანისთვის უცნაურია. ზემოთ კაბას ღრმა დეკოლტე ჰქონდა და არც მხრები ჰქონდა და არც დამჭერები,ზედა ტანის კორსეტი იჭერდა.

კარე,სწორი თმები გაეშალა და შუბლზე ვიწრო ზოლად შემოეტარებინა ოქროსფერი სპილენძი.მუქი ფერის მაკიაჟიც გაეკეთებინა და წითელი პომადა წაესვა.

-ვოუ რა ლამაზი ხარ-პირი დააღო ბორამ-აი გეფიცებ კაის არ დაენახო თორემ ტირილს დაიწყებს-ლიზას გაეღიმა და ხელში არსებული ტანისამოსი ჩემს ლოგინზე დადო.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now