ვისურვებდი თქვენთვის რაიმე საინტერესო ისტორია მომეყოლა,მაგალითად '"ერთ დღეს ობობამ მიკბინა და..." მარა ხომ ხვდებით?კორეაში ვარ და ქალი,ადამიან ობობად არც ერთი სამყაროს შემქნელი არ გამჩითავდა,თუ, რა თქმა უნდა, გენდერულ თანასწორობასა და რასიზმზე გამარჯვებას არ აწვება.
ხო რას ვამბობდი.მე ჩვეულებრივი გოგო ვარ.ერთი პერიოდი ვიფიქრე ჯადოქრების შთამომავალი ხომ არ ვარ თქო,მაგრამ წინაპრების გენეოლოგური ხის გამოკითხვამ უშედეგოდ ჩაიარა.
ბიძაჩემთან და ბიცოლასთან ერთად ვცხოვრობ.ფაქტიურად მათი გაზრდილი ვარ.მამაჩემს არ ვიცნობდი.დედაჩემის მოზარდობის შეყვარებული იყო,ნარკოტიკების ზემდმეტი დოზისგან გარდაიცვალა.დედაჩემიც მის მსგავსად მსმელი და მწეველი იყო.ფილტვების კიბომ იმსხვერპლა ხუთის რომ ვიყავი.
ალბათ იკითხავთ ამას ასე არხეინად რა მაყოლებს.აბა რა ვქნა?რომელზე ვიტირო,თავზეხელაღებულ იდიოტზე თუ რეგვენ ქალზე,რომელმაც შესანიშნავი ოჯახი ფეხებზე დაიკიდა,იურიდიულის კურსი მიატოვა და სადღაც ჯანდაბაში გულაობის მეტს არაფერს აკეთებდა.
ჩემთვის დედ-მამა ბიძია და ბიცოლა არია.მათ შვილი დიდ ხანს არ ჰყავდათ,ამიტომ დიდი სიყვარული მივიღე ორივესგან.ჩემი ბიძაშვილი ჰიონგტაე შვიდი წლისაა.ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა.
ნუ მოკლედ უმამობა,უდედობა და უდედმამიშვილობა არ მიგვრძნია!
ხო მთავარ თემაზე არ გადავსულვარ.ზებუნებრივი სამყაროთი შეპყრობილი ვარ!
არა ხალხო სერიოზულად,ჩემს ნათქვამს ვერავინ გაიგებს,თუ მისი არ გწამს.
მე და ჩემს მეგობრებს "მაძიებლები" გვქვია.კლუბია,მაგრამ ჩვენ ხროვას ვეძახით,ისე როგორც მაქციებთან, თუმცა ჯიას სჯერა,რომ მათ ხროვა კი არა რაღაც სხვა სახელი შეიძლება ერქვათ და ეს უბრალოდ ხალხში გავრცელებული სახელია.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasyსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...