როცა ჩემი სახელი გავიგინე მისი პირიდან გავოცდი.
მან მიცნო...
აზრზე მაშინ მოვდივარ,მისი ძლიერი მკლავები ჩემს სხეულს რომ გულში იკრავს.
ინსტიქტურად ხელებს მეც ზემოთ ვწევ და ვეხვევი.
ისევ ისეთი თბილი და ტკბილი სურნელი აქვს,როგორც ადრე.ისევ ისეთია,როგორიც ბავშვობაში.
მომეშვა....მომეშვა,რომ კვლავ ისეთივეა,როგორიც მახსოვდა...თითქოს ამ წლებმა ყველა და ყველაფერი შეცვალა,მაგრამ ჯუნი...ის კვლავ პატარა ბიჭი დარჩა.
ის ბიჭი სასუსნავებს რომ ჩუმად პარავდა ბებიამის და ჩემს წერილებს აყოლებდა.
დოგჰვაზე გაბრაზების გამო ჯუნის ნახვაც შვწყვიტე.
მის გამოგზავნილ წერილებს ხშირად ვკითხულობდი,მაგრამ პასუხს არასდროს ვცემდი.ვფიქრობდი,რომ დოგჰვა ჩემზე ინერვიულებდა და ჩემს ნახვას მოინდომებდა.
ამ ყველაფრის ფონზე კი ის სულ დამავიწყდა.
ის პოზიტივის მაშხალა ჩემს ცხოვრებას ურთულეს მომენტში რომ ამხნევებდა.
-დოგჰვას არ უთქვამს აქ რომ იყავი-მშორდება და ისე მიღიმის, როგორც ხუთი წლის ასაკში-ბოდიში ისე გამიხარდა შენი დანახვა,რომ წესები სულ დამავიწყდა-მოულოდნელად დაჩოქება დააპირა,მაგრამ მკლავებში ჩავაფრინდი.
-არ მანაღვლებს წესები.შენ ჩემი მეგობარი ხარ-ჯუნი გაოცებული იწევა ზემოთ.
-ოჰო,ამპარტავანი პრინცესა აღარ ხარ?მახსოვს ადრე როგორი კმაყოფილი იყავი მე და დოგჰვას დაჩოქილს რომ გვხედავდი.
-ეგ დოგჰვას გამო.მომწონდა მისი ამპარტავანი სახე მიწასთან-გავიხსენი.
ალბათ ამას ასე ლაღად არასდროს არავისთან ვიტყოდი.იმის მიუხედავად,რომ ბანაკის თითქმის ყველა წევრი აქ იყო და ჩვენ გვიყურებდა,მე მაინც სიმართლეს ვამბობდი.
-მართალია თქვენ სულ ჭამდით ერთმანეთს-ჯუნი დოგჰვასკენ ტრიალდება-რატომ არ მითხარი აქ რომ იყო?
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasíaსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...