4 თავი."სხეული ტყეში"

499 48 368
                                    

ავტორის პ.ო.ვ

ტყეში ხეებით გარშემორტყმულ ხეობასთან ექვსი ადამიანი იდგა.

მოზარდები ერთ ადგილზე მიყინულნი გაშტერებულები მიწაზე მწოლიარე სხეულს მისჩერებოდნენ.

სისხლში ამოგანგლული ბორა მთლიანად კანკალებდა და მის სისხლიან ხელებს დაჰყურებდა.

-მო-მოკ-ვდა-ბორძიკით და კანკალით ამოილუღლუღა გოგომ.

ლეა ძმას ჩაეჭიდა და სხეულს თვალი აარიდა.სისხლზე ცუდად ხდებოდა ხოლმე.აქ კი იმდენი სისხლი იყო...

იონჯუნი ბორასთან მიდის და მკლავს ხვევს.

ელიონორა კი ლიზასთან ერთად სხეულთან იხრება და კისერზე პულს უსინჯავს.

-არ ისინჯება...

8 საათით ადრე

-აუუუ მშობლები წავიდნენ და მოდი დღეს წვეულება მოვაწყოთ!-წამოიყვირა ლეამ და ტაში შემოჰკრა.

იონჯუნი და კაი ვიდეოთამაშებს თამაშობდნენ ჯოისტიკებით. ელიონორა კი ფეხის ფრჩხილებზე ლაკს ისვამდა.

-არანაირი წვეულება აკრძალული გვაქვს დაგავიწყდა?-ამბობს კაი და თან წარბებს კრავს.-კაცმა რომ გკითხოს ვიდეოთამაშები აქამდე არ გითამაშია და სამ კვირაში მე დამეწია.

-ნიჭიერი ვარ რა გიყო-ნიშნისმოგებით  ღიმილით ამბობს იონჯუნი და თან კაის პერსონაჟს კლავს-მაღიარეთ!

-კარგით რა ბიჭებო.ჩვენ ოთხმა მოვაწყოთ მინი წვეულება-ბიჭებმა ჯერ გოგოს გახედეს,შემდეგ კი ერთმანეთს.

-არა გმადლობთ-ამბობს კაი და ტელეფონს აძრობს-აქ მაინც დავხვეწო სანამ მაჩფოინთი გვექნება.

-მე დღეს არ მცალია-აცხადებს იონჯუნი.

-საით?-ელიონორა ლაკის წასმას ამთავრებს და მზერას იონჯუნს აპყრობს.

-დღეს ტყეში მივდივართ კლუბის წევრები პატარა ექსპედიცია უნდა ჩავატაროთ,თან საკვებიც მიგვაქვს და პიკნიკსაც მოვაწყობთ.-ამბობს და პირდაპირ ზევით იჭრება მოსამზადებლად.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now