7 თავი."იისფერი ნაპერწკლები"

416 43 368
                                    

ელიონორას პ.ო.ვ

სიბნელე ნელ-ნელა ქრება,ჩემი თვალსაწიერიც იწმინდება და გონს მოვდივარ.

აზრზზე მოსასვლელად გამოძრავებას ვცდილობ,თუმცა მოულოდნელად ვიაზრებ რომ რაღაც მაკავებს.

ხელებზე ვიხედები.ჯაჭვები.ხელები ჯაჟვებით მქონდა შეკრული,ეს ჯაჭვები კი ვიღაცას კედელზე მიემაგრებინა.

-გონს მოხვედი?-მესმის ლეას ხმა და მისკენ ვიყურები.

ჩემგან ხუთ მეტრში ისიც იგივე მდგომარეობაშია.თმები სახეზე ჩამოშლოდა,მაგრამ მის გახეთქილ ტუჩს და აწითლებულ ლოყას მაინც ვამჩნევ.

-ნუნა?კარგად ხარ?-იონჯუნის ანერვიულებულ ხმაზე გონს ნამდვილად ვეგები და მის ძებნას ვიწყებ.

მეორე საკანში ზის ჩვენს გვერდით.საკნენი ისეთივეა,როგორიც გეჰენაში, ჩვენი სასახლის .

მე,ლეა და ბორა ერთ საკანში ვართ.იონჯუნი,კაი და აიენი მეორეში.

-კარგად ხართ?დაჭრილი ხომ არ ხარ?რამე გტკივა?-იონჯუნის თვალიერება დავიწყე.ზედმეტად ავღელდი როცა ის ასეთ მდგომარეობაში დავინახე,შემდეგ კი მოულოდნელად მრისხანების ტალღამ დამიარა.

როგორ გაბედეს ჩემს იონჯუნზე შეხება?უნდათ ცოცხლად გავაძრო ტყავი?

-მე კარგად ვარ ნუნა,როგორც ჩანს ბოლოს გონს შენ მოხვედი-იონჯუნი აშკარად მშვიდად ჩანდა.

-რა მოხდა?

-პირველები ისინი კაიტაცეს-მკაცრად ამბობს და კაი და ლეაზე მანიშნებს.სახეზე აშკარა განრისხება ეწერა.

-მაგრამ ლიზა მაშინ გაიყვანეს,თქვენ რომ მოგიყვანეს-აგრძელებს ლეა ათრთოლებული ხმით-ის კაცი ზედმეტად საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებდა,იქნებ...იქნებ ლიზას...-მოულოდნელად ტირილს იწყებს და სიტყვებს ვერ აბამს-რა საზიზღრობებს გაუკეთებენ და შემდეგ ჩვენც...

-გაჩუმდი ლეა!-ოდნავ ხმამაღლა მომივიდა დაყვირება-ჯობს სლუკუნს შეეშვა და აქედან გასვლაზე იფიქრო.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now