14 თავი."საშლელი"

427 47 681
                                    

ელიონორას პ.ო.ვ

-ჩემთვის თქმას არ აპირებ?-აიენს მკაცრად გავხედე,მას ჩაეცინა.

-არ გეწყვნოთ თქვენო უდიდებულესობავ-წელზე მჭიდროდ მომკიდა ხელი და გვერდით გადამხარა ,რამდენიმე წამი გაჩერდა, როგორც სხვა მოცეკვავე წყვილები,კვლავ ზევით ამომქაჩა და სახე გამისწორა-მაგრამ ზედმეტად მარტივად მივხვდი.

-უკაცრავად?

-ყველაფერი სახეზე გეწერა ელიონორა-ამოიოხრა-ბორამ ზებუნებრვები ახსენა.სიმართლე გითხრა მართლა არ ვიცი რა უნდა მიკვირდეს ამ სამყაროში,ამიტომ გადავწყვიტე,რომ არაფერი გამკვირვებოდა.შემდეგ ჩვენმა გატაცებამ,ლბბორას "ხუმრობა" ზებუნებრივ ძალებზე დაადასტურა.შეიძლება გვენმა იმ დღეს გამკურნა-ხელი გამიშვა და მის მკლავზე დამატრიალა.მკერდზე ზურგით ამეკრო და ყურში ჩამჩურჩულა-მაგრამ წინა ღამეს შენი სხეულის სითფომ სიცოცხლე შემინარჩუნა-სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.ხელი გამიშვა და და წინიდან შემატრიალა.ხელი კვლავ წელზე მოათავსა მეორე კი მჭიდროდ ჩამკიდა-გაკვირდებოდი რადგან ვგრძნობდი,რომ ჩვეულებრივი არ იყავი.შეეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ყოფილიყავი,შენ არა-დაბნეული ვიყავი,მაგრამ მის ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს მზერას ვერ ვაშორებდი -გიყურებდი. მუდამ და მუდამ, მინდოდა თუ არა თვალს ვერ გწყვეტდი-გული ამიჩქარდა როცა ჩემი თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა-შენს თითოეულ მოქმედებას-ჩაიჩურჩულა და მისი ჩურჩულისგან წამოსული თბილი ჰაერი ტუჩებზე ვიგრძენი-დავინახე დოგჰვას როგორ უყურებდი,სიმართლე გითხრა გამაღიზიანა კიდეც ამან,შენი რეაქცია დავინახე,როცა ჯეონ ელიონორა ახსენეს. ვხედავდი იონჯუნიც როგორ იქცეოდა.დილით როცა წესით უნდა მძინებოდა მისი წუწუნიც მესმოდა,რომ ნორმალური სისხლი კარგა ხანია არ დაულევია.

რატომ არ გამიკვირდა რომ იონჯუნის წყალობით შარში გავყავი თავი?

-გაკვირდებოდი ელიონორა-ჩემი სახელი კვლავ აღელვებულად წარმოთქვა.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now