*ელინორასა და ბელას გამოფხიზლებამდე ორი სათით ადრე*
-სჯობს ცალკე ვისაუბროთ-როცა იუნგის მიერ გაჟღერებულმა სიტყვებმა "მკვთრეთით აღადგინეს" მთელი ოთახი დაადუმა, ის მიხვდა, რომ უკეთესი იყო ახლა ჯონგუკისთვის ყველაფერი ცალკე აეხსნა.
-ელიონორას და ბელას ყურადღებას მე მივაქცევ,შენ კაბინეტში წადი-ანაბელი ჯონგუკის ძლიერ ბეჭებს მისი თხელი ხელებით ეხვევა და ფეხზე აყენებს.-მიდი შვილო იუნგის გაყევი,შენი ქალიშვილი კარგად იქნება-ჯონგუკი ზედმეტად დაბნეული იყო.
მასში მცხოვრები პატარა ბიჭს დაემსგავსა.კაცი, რომელიც მამასვით უყვარდა და მკვდარი ეგონა ცოცხალია. მისი ქალიშვილის გვამი წინ უწევს და დედამისი მას ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს?
იუნგი ჯონგუკის დაბნეულობას მიხვდა.
-ხელი მომეცი-ბიჭთან მივიდა მისი ხელი აიღო და ელიონორას მკერდზე დადო-დაელოდე-რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოწვა.ჯონგუკს სული შეეკრა, როცა გაჩერებულ გულისცემას დადო ხელი,მაგრამ თითქმის ნახევარი წუთის ლოდინის შემდეგ ხელისგულზე ბიძგი იგრძნო.იუნგის იმედიანად გახედა-ახლა ცალკე ვისაუბროთ თქვენო უმაღლესობავ-ჯონგუკმა თავი დაუქნია.
-დანარჩენები დარბაზში დაბრუნდით-პირველყოფილებს გახედა-თქვნ სამნიც იქ დამელოდეთ-მაქცია ძმებსა და დრაკონების მეფეს მიუტრიალდა, რომლებიც აშკარად არ აპირებდნენ არსად წასვლას.-ახლავე!-მკაცრად გაიმეორა ქალმა.
დოგჰვამ ამოიოხრა,მიხვდა, რომ ახლა ანაბელთან კამათი არ ღირდა.
-წავიდეთ-ჯუნი ძმას დაემორჩილა, მაგრამ ტეო გულზე ხელებდაკრეფილი იდგა და არსად წასვლას არ აპირებდა-ნუ ჯიუტობ მატეო ჯონსონ! ახლავე!-მატეომ თვალები გადაატრიალა, ელიონორას სხეული კიდევ ერთხელ შეათვალიერა და დოგჰვას გაღიზიანებული სახით წაჰყვა.
![](https://img.wattpad.com/cover/306569386-288-k982810.jpg)
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasíaსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...