-წავალ ნუნას ვნახავ-ელიონორას გასვლიდან ორი წუთი ძლივს იქნებოდა გასული იონჯუნი უკვე ფეხზე რომ დგებოდა და გარეთ გასვლას ლამობდა.
-არა მან გითხრა არ გამომყვეო-ბორა მას მაჯაზე ხელს ავლებს და უკან ექაჩება.-არც შენ ჯუნ!-მკაცრად ამბობს(იმის მიუხედავად,რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ბეტას ელაპარაკებოდა) და ჯუნიც ადგილზე ცქმუტვას წყვეტს.-მე გავალ და შევამოწმებ.
-ხომ გითხრათ არ ილაპარაკოთო ეტყობა ნერვები მოუშალეთ-ასკვნის ფელიქსი.
თუმცა გულის სიღრმეში ელიონორას გასვლის მიზეზი მანაც იცოდა და დოგჰვასაც თანაგრძნობით გახედა.
დოგჰვა კი თავის გაჭირვებაში იყო.მისი საროჩკის ბალთაზე ხელი ჩაებღუჯა და მუშტი იმდენად ძლიერად შეკრა ხელი მთლიანად გასთეთრებოდა.
მომხდარის გამო განერვიულებული და თავის თავზე გაბრაზებულიყო.
ეს მოგონება არ უმდა გამეხსენებია
ამბობს გულში გაბრაზებული ხმით.
-კარგი,და თუ რამე დამიძახე-იონჯუნი ბორას ელიონორასთან უშვებს, მაგრამ გული მაინც არ უმშვიდდება.
რაღაც ცუდს გრძნობდა.
ბორა კარავიდან გავიდა და ელიონორას მოძებნა დაიწყო.
ჯერ კოტეჯებს ამოწმებს,შემდეგ კი იქვე მყოფ მაქციებთან მიდის.
მაქციები ბორას დანახვით აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ.
-კარავიდან გამოსული გოგო ხომ არ დაგინახავთ?-ეკითხება იქ მდგომებს.
-კი-პასუხობს ერთ-რომ ერთი.ბორას იმედი ეძლევა
-საით წავიდა?
-ჩემს წონ დგას-პასუხობს იგივე და შემდეგ ყველა ერთად ხითხითებენ.
უხ თქვენუ უკბილო იუმორის....
-პირველად გამოსულზე გეუბნებით!-ამჯერად ბორა უფრო მკაცრი ტონით ამბობს.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasyსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...