ბნელ ქუჩაზე ორი მამაკაცი მიაბიჯებს.ჩვეული დაბალი ფენის ტანისამოსით.
ტყავის ქურთუკი,ბევრჯიბიანი ფართე შარვალი და რამდენიმე სათავსო ჯიბეზე.
თუმცა ერთ-ერთ მადგანს ქამრის ბალთაზე მახვილი დაემაგრებინა.რთული შესამჩნევი იყო მგლის ტყავისგან შეკერილი ჩასადების გამო, თუმცა თუ დააკვირდებოდი მიხვდებოდი, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მეტალისგან იყო დამზადებული.
ერთ-ერთი ტავერნის კარს ხსნიან და ყურადღების მიუქცევლად ბარის კუთხეში ბნელ, ოთხკაციან მაგიდასთან სხდებიან.
-თქვენო უდიდებულესობავ სასახლიდან გამოპარვა არასწორია.-ამოიწუწუნა ერთ-ერთმა და თავის მახვილს ჩაებღაუეა-ვინმემ თქვენთვის რამის დაშავება რომ სცადოს?
-მოკეტე ბომგიუ!ენას ვერ გააჩერებდი, თორე თან არც წამოგიყვანდი-ბიჭმა ამოიოხრა და გარშემო შეშინებული მიიხედ-მოიხედა.
-გთხოვთ თქვენო უდიდებულესობავ დავბრუნდეთ-პრინცმა თვალები გადაატრიალა და პასუხი აღარც გასცა, რადგან მათ მაგიდას ახალგაზრდა გოგონა მიუახლოვდა.
-რას შეუკვეთავთ- იკითხა ყურებამდე გაკრეჭილი მომხიბვლელმა ქალმა. წვრილ წელზე ჩამოკიდებული წინსაფრიდან ბუმბულიანი კალამი და ბლოკნოტი თავისით ამოფრინდა და ჩაწერისთვის მოემზადა.
ბომგიუს შისის ახალმა ტალღამ დაუარა როცა გოგონამ მასზე მიშტერებაში გამოიჭირა.
თავი მაშინვე მაგიდასკენ მიაბრუნა და ხელებს ჩააშტერდა.-მონკისთან შეხვედრა გვინდა თუ შეიძლება-გოგონას სახე შეეცვალა მომხიბვლელი და გულუპრყვინო სახე სადღაც გაუჩინარდა.
-შეხვედრა ჩანიშნული გაქვთ?
-ანუ აქ არის?-ეშმაკურად უპასუხა კითხვაზე კითხვით.
-უკაცრავად მაგრამ თუ რამეს არ შეუკვეთავთ ბარი უნდა დატოვოთ-ბიჭმა ტუჩები ენით დაისველა და მკრთალად გაიღიმა.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantastikსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...