-კირა ამას სერიოზულად ამბობ?-შეშფოთებული იკითხა დოგჰვამ.
კირას სახიდან ღიმი ჩამოეშალა და დოგჰვას სერიოზული სახით შეხედა.
-კი!-დოგჰვას ნერწყვი კინაღამ გადასცდა.
მოულოდნელად კირას სახეზე ღიმილი გამოესახა და ხარხარი დაიწყო.
-აი ლუცოფერ შენ ამომხედე, ბოდიში ვერ მოვითმინე,რა შეშინებული სახე გქონდა-დოგჰვამ თვალები გადაატრიალა -რა თქმა უნდა, გეკაიფები, როგორ შეგეშინდა-ხარხარი გააგრძელა,მერე გასწორდა და ბიჭს მხარზე ხელი დაკრა-რაა? ჩემს ცოლობაზე მართლა დაფიქრდი?
-ბავშვო გამეცალე სანამ გცემე-მკაცრად თქვა დოგჰვამ და გვირგვინი თმიდან მოიშორა.
-არ დააგდო -ამოიწუწუნა-ჯუნისთვის გავაკეთე!-შეშინებულმა ხელიდან გვირილების გვირგვინი ააცალა.
-ჯუნისთვის თუ გააკეთე მისთვის მიგეცა!
-კარავიდან ისეთი გაღიზანებული გამოხვედი ვიფიქრე გავამხიარულებთქო!-დოგჰვა შესაკრები კარავისკენ წავიდა და კირაც უკან აიეკიდა.
-აქ რა გინდა! ოღონდ რეალურად
-ჩიტებმა ამბავი მომიტანეს-დოგჰვა თავის სკამზე მშვიდად დაჯდა და გოგოს ალმაცერად გახედა.
-პირდაპირი მნიშვნელობით?-კირა მის მარჯვნივ მდგომ სკამს წევს(მოხვეული მაგიდა)და ჯდება.
-ჰო,პირდაპირი მნიშვნელობით. სამხრეთში რაღაც უცნაური მომხდარა, ძველი მელიების სამეფოს ტერიტორიაზე რამდენიმე არსება დალანდეს,რაღაც რიტუალს ატარებდნენ-დოგჰვა დასერიოზულდა და სკამზე წამოეყუდა.
-რა რიტუალს?
-არ ვიცი,ჩიტები რიტუალებს ვერ ცნობენ-დოგჰვამ ამოიოხრა.
-ხალხს გავგზავნი...-გოგოს დააკვირდა-აქ მარტო ამისთვის არ მოსულხარ ხო?-კირამ ამოიოხრა.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasyსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...