ელიონონას დაბრუნებამდე ორი დღით ადრე. გეჰენა.
ნიმფა ჯიმინის ოთახის კარზე აკაკუნებს და უკან იხევს.
-ხომ გაგაფრთხილე არ შემაწუხოთქო?-ჯიმინი კარებს გაღიზიანებული აღებს.
-ბოდიში უხუცესო-გოგონა უკან დგება და მას ბორას აჩვენებს-თქვენთან შეხევდრა მთხოვა-ჯიმინი წარბებს ხსნის.
-ბორა?
-შეიძლება შემოვიდე?-ჯიმინი კარს ფართოდ აღებს და ბორას შიგნით იპატიჟებს,მოახლე თავს ხრის და მათ ეცლება.
ბორას პ.ო.ვ
სხვა გამოსავალი არ მქონდა.პირველი ვინც გამახსენდა ჯიმინი იყო.იქნებ ის დამეხმაროს, რადგან მისი მეგობრის რეიკარნაცია ვარ?
მამაჩემის შესახებ ყველაფერი უნდა გავიგო.ისიც არ ვიცი იმ ახალგაზრდა ბიჭს მამა რატო დავუძახე. მაშინვე როცა დავინახე ამ სიტყვის თქმა მომინდა.ვიცი უაზრობაა,ის ალბათ ფრეას მამაა, მაგრამ ჩემში უჩვეულო გრძნობა გამოიწვია მისმა დანახვამ.
მასთან შეხვედრა კიდევ მინდა. თუ ამ სამყაროს დავივიწყებ ისიც მას მიჰყვება,ამას კი ვერ დავუშვებ.
-აქ რამ მოიგიყვანა?-მეკითხება გაკვირვებული ჯიმინი.
ჩემდა გასაკვირად მისი ოთახი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.თავიდან როცა ოთახში შედოდი კაბინეტი და სანახევრო ბიბლიოთეკა იყო.
ჯიმინს ქვევითაც აქვს კაბინეტი...ნუ კაბინეტზე მეტად ის რაღაც ქიმიკოსის ლაბორატორიას უფრო გავს თუმცა მაინც.
ოთახს გვერდით ერთ მხარეს ერთი ოთახი უერთდებოდა მეორე მხარეს მეორე.
ჯიმინი მეორე ოთახის კართან მივიდა და კარი გამოხურა.
-ჩემს ცოლს ახლახანს ჩაეძინა და არ გავაღვიძებ-თქვა უხერხულად.
-ბოდიში ალბათ შეგაწუხე.
-არა, არა მითხარი რამ შეგაწუხა.
-იცი...-ცოტა კი მეუხერხულებოდა მისთცის ამის თხოვნა-მალე ადმიანების სამყაროში ვბრუნდები -დავიწყე თხრობა-გეჰენაში კი თურმე წესია რომ ადამიანებმა არაფერი უნდა იცოდნენ და მათ მეხსიერაბა უნდა ამოუშალონ თუ რამეს გაიგებენ ზებუნებრივ არსებებზე.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasiaსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...