20 თავი."გამომყვები ზეცაში?"

426 51 524
                                    

ელიონორაზე გაყოლილ ბორას უკან იონჯუნი მიყვება და კოტეჯთან მისულს იჭერს.

-არაფერს იტყვი?-დაბნეული ბორა კოტეჯს თვალს აშორებს და იონჯუნზე გადმოაქვს მზერა-ჩემზე გაბრაზებული ხარ?არ გამიბრაზდე კარგი?ჯერ მხოლოდ ერთი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ-იონჯუნი იაზრებს მის ნათქვამს და მაშინვე ასწორებს-არა ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ გენდობი და რამე.უბრალოდ ნუნას -კვლავ დაიბნა-ანუ ელიონორას სურდა,რომ არავის სცოდნოდა სანამ არ დავახლოვდებოდით-კვლავ პაუზა-ვგულისხმობ უფრო ახლო მეგობრობას.არ მინდოდა მანამდე რამე გცოდნოდა.მინდოდა ჩვეულებრივი იონჯუნი გაგეცნო ხომ ხვდები?ვიცი უცნაურად ჟღერს გეჰენას მეუფის შვილიშვილისგან ადმიანთან დამეგობრება.თავიდან ჩემთვისაც უცნაურად ჟღერდა ეს-ბორას ოდნავ ეღიმება-თუმცა მაინც,ჩემს სიცოცხლეში ერთადერთი ხარ ვინაც ჩემი მოხიბვლა მოახერხა.დედაჩემი ადამიანია ამიტომ ადამიანების რასას ზემოდან არ ვუყურებ და რამე ეგეთი-შემდეგ გაჩერდა-არა სუსტი რასა კი ხართ, მაგრამ დაჩაგვრა უმსგავსობა იქნებოდა. სასირცხვილოდ არ მიმაჩნია რომ ადამიანი მეგობარი მყავს-ისევ სიჩუმე.ბიჭი ბორას მზერას უსწორებს -რა თქმა უნდა თუ კიდევ გენდომება ჩემი მეგობრობა.

ბორა ხმა ამოუღებლად უსმენდა იონჯუნის მონოლოს და მის საბოლო კითხვაზე პასუხი თავიდანვე იცოდა.

ნაბიჯს წინ დგამს მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს მკლავებში ხელებით ეჭიდება და თვალებში აშტერდება.

-ჯეონ კიმ იონჯუნ...არა კიმ იონჯუნ!შენზე გაბრაზებული არ ვარ.იმ დღეს სახურავზე როცა დაგინაცე მაშინვე მივხდი,რომ ამ სამყაროს არ ეკუთვნოდი.შენი თვალები ჰორიზონტის მიღმა სხვა სამყაროში იცქირებოდნენ-თვალებში ჩააშტერდა.იონჯუნს თავისი აჩქარებული გულისცემა ყურებში გამაყრუებელი ბარაბნების ხმასავით ჩაესმოდა-ადამიანების სამყარო მუდამ არასაკმარისი და არასრულყოფილი მეგონა,ამიტომ სხვა სამყაროსკენ მივიწევდი.თუმცა რეალურად ისიც არ მქონდა გაცნობიერებული,რომ ზებუნერივი სამყარო უბრალოდ სხვა ხალხი კი არა სხვა სამყაროში მცხოვრები არსებები იყვნენ.შენ პირველი იყავი ვინც ამ მათზე მიმანიშნა და შენზე იმის გამო არ გავბრაზდები,რომ შენს ნუნას პირობა აუსრულე-შორდება და ხელები ზურგსუკან მიაქვს, ემოციურად გულღია იყო და ოდნავ შერცხვენილი იღიმის -ბოლოსდაბოლოს შენ ხომ ჩემი კლანის ერთ-ერთი ბეტა ხარ?მე კი შენი ალფა,რაც არ უნდა მოხდეს ერთმანეთის გვერდით ვიქნებით!

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now