33 თავი."ამბავი პირველ ქალზე"

283 46 274
                                    

თვალებს ზანტად ვახელ. იმის მიუხედავად,რომ ამის თავი არ მქონდა,ლოგილიდან ძალდატანებით ვდგები და ფუმფულა ჩუსტებს ვირგებ.

სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. შორტს და მაისურს ვისწორებ, თმებს სავარცხლით ვივარცხნი და მისაღებში გავდივარ.

ჩემდა გასაკვირად სამუელი სამზარეულოში არაა და არც საუზმეს არ იმზადებს თავისთვის.

-სამუელ-ხმა არ გაუცია.

ვერანდაზე არ იყო,არც მის ოთახში და არც სააბაზანოში.

-სამუელ!.

"ჩემს მიტოვებას არ აპირებს არა?"

არა არა!გამორიცხულია!არ მიმატოვებდა.იმის მერე რაც გუშინ ჩვენს შორის მოხდა არ მიმატოვებდა არა?გამორიცხულია!

-სამუელ!-ამჯერად ბევრად ხმა მაღლა მომივიდა,რადგან უაზრო ისტერიკამ შემიპყრო.არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა სასეირნოდ გასულიყო,ანდაც მაღაზიაში. შეშინებულს გონებაში მისი სიტყვები მიტრიალებდა.

"მაპატიე უნდა წავიდე"

ნუთუ მისთვისაც ამდენად არასაკმარისი ვარ?

-არა-თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად და გასასვლელისკენ მივრბივარ ,უნდა მოვძებნო!

ტანზე არ ვიცვლი,არც ფეხზე ვიცვამ.ფეხშიშველი კართან მივრბივარ და ვაღებ.

ადგილზე ვიყინები. ჩემს წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სამუელი დგას და გაკვირვებული მომჩერებია.

-ელ...-უეცრად სხეულში ყველაფერი ლაგდება. ისტერიკა და დაძაბულობა ქრება.

უეცარი შვების გამო სხეული მომიდუნდა, თავბრუს ხვევამ შემაწუხა და კინაღამ ძირს გავიშოტე, რომ არა მისი ძლიერი მკლავები.

-ელიონორა ნუ მაშინებ რა გჭირს?-თავის შემაგრებას ვცდილობ, მაგრამ ძალა მთლიანად გამომეცალა.

მოულოდნელად ხელს მუხლებს ქვემოთ მიცურებს და ხელში ავყავარ. თითქოს პატარა ბუმბული ვიყო ისე შევყავარ მისაღებში და დივანზე მსვამს.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now