13 თავი."პორტრეტი"

431 45 476
                                    

-მაგარი წვეულებაა-თქვა ლეამ და წვენი მოსვა.

-ლეა რას სვამ?-კითხულობს ბორა ინტერესით,როცა ატყობას,რომ ლეა შედარებით არაპროგნოზირებულად იქცევა.

-რავი იქ ეწყო და დავლიე-ამბობს და სასმელი უფრო ახლოს მიაქვს იმის შიშით ბორამ არ აართვას

-პუნშია-ამბობს იონჯუნი და თვითონაც იგივე სასმელს სვამს.

-ალკოჰოლი-ცალ წარბს სწევს ბორა

ოც წლამდე ხომ გვეკრძალება?

-ეგეთი გაოცებული ნუ იყურები-დაცლილ ჭიქას ალაფუშეტის მაგიდაზე დებს და ახალს იღებს-გასინჯე კარგია.

-იონჯუნ თხუთმეტი წის ხარ-მკაცრად ამბობს ბორა.

იონჯუნს ერთი ეცინება ამ ნათქვამზე და ყურადღება მოცეკვავეებისკენ გადააქვს.

-ცეკვა არ გინდა ბორა?-ბორა მასზე მაღალ "ბავშვს" ალმაცერად უყურებს და მზერა საცეკვაო მოედნისკენ გადააქვს.

-არ მინდა.

-მე მინდა-წამოიყვირა ლეამ და იონჯუს ხელი დასტაცა.-წავედით დეიდაშვილო-იონჯუნმა ბორა კიდევ ერთხელ შეათვალიერა.გოგომ ამოიოხრა და ხელით ანიშნა ლეას გაჰყოლოდა.

-ბორა მარტო დარჩა და გარშემო ყველაფრის თვალიერება და აქეთ-იქით სეირნობა დაიწყო.

მაქციები ზედმეტად ალმაცერად უყურებდნენ ამიტომ მათზე გაცლა გადაწყვიტა და სიბნელეში გადგა.

ხედავდა საცეკვაო მოედანზე იონჯუნსა და ლეას,როგორ მხიარულად ცეკვავდნენ.გვენსა და ლიზას.საცეკვაო მოედნის ცენტრში იდგნენ და საკმაოდ გამომწვევად ეცეკვებოდნენ ერთმანეთს,მაქციები გოგონებს ეშმაკურად უყურებდნენ, მაგრამ ალფის შიშით ვერ ეკარებოდნენ.ეს ორივემ კარგად იცოდა და უფრო მონდომებით ცეკვავდნენ მათ გასამწარებლად.

-ბორამ კოტეჯების დათვალიერებაც დაიწყო.

აქ ყველა კოტეჯს მისი დანიშნულება ჰქონდა,კარები თითქმის არც ერთს არ ჰქონდა,ყველა ფარდით იყო გამოყოფილი ღია სივრცისგან.გარდა დოგჰვას,გვენის,ფელიქსის და კიდევ ერთი კოტეჯისა.

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now